11:45 06-03-2016
გიორგი შერმადინის 12 ქულა და გამარჯვება "ესტუდიანტესთან" [VIDEO]
AutoSharing Option
საქმე ის გახლავთ, რომ ანდორა დამოუკიდებელი, ჯუჯა სახელმწიფოა ესპანეთისა და საფრანგეთის საზღვარზე, რომელიც ერთი გუნდის სახელით გამოდის პრიმერადივიზიონში. ანდორელებმა ახალი მაისურების პრეზენტაცია გასულ კვირაში მოაწყვეს, რომელიც ლურჯ, წითელ და ყვითელ ფერებში გახლავთ გადაწყვეტილი. ანდორის დროშა სწორედ ამ ფერებს მოიცავს.
"ესტუდიანტესთან" მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ბოლო მეოთხედის წინ ანდორელები 9 ქულით იგებდნენ და თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილიც იყო, თუმცა სტუმრებმა შედეგიანი თამაშით ვითარება დაძაბეს, თუმცა ისე ვერა, მასპინძელთათვის ახალ მაისურებში სადებიუტო მატჩი წაეხდინათ. შერმადინის გუნდმა საბოლოოდ 84:82 იმარჯვა.
უცნაური რამ მოხდა ამ მატჩში შერმადინისთვის. ქართველმა ცენტრმა, რომლის სიმაღლეც 216 სანტიმეტრია, მოედანი მოხსნის გარეშე დატოვა. არადა, გიორგიმ 24 წუთი ითამაშა და სხვა მხრივ საკმაოდ შედეგიანიც იყო. ქართველმა ლეგიონერმა 7-დან 4 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო და 12 ქულასთან ერთად თითო პას-დაფარება მიითვალა. ანდორელთაგან 18 ქულით საუკეთესო იყო ბენიტო გომესი.
10 მოგებითა და 12 მარცხით "ანდორა" ცხრილში კვლავ მე-10 ადგილზეა. მომდევნო მატჩი შერმადინის გუნდს 13 მარტს, მადრიდში "რეალთან" ელის.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული