საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების უკანახაზელმა ლუკა ბულაშვილმა ესპანეთის 18-წლამდელთა ჩემპიონატში სუპერმატჩი ჩაატარა და თამამი განაცხადი გააკეთა ეროვნული ნაკრების გაფართოებულ სიაში მოხვედრაზე.
თავად განსაჯეთ: "ბასკონიას" ქართველმა გამთამაშებელმა "მარიანისტასთან" საპლეიოფო მატჩში 24 წუთში 50 ქულა, 7 მოხსნა, 5 ჩაჭრა და 3 პასი მოაგროვა. სროლის სიზუსტეს არ იკითხავთ? - 14 სამქულიანიდან 12 ჩააგდო.
ბულაშვილის წინამძღოლობით, "ბასკონიამ" "მარიანისტა" 125:58 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ წინასასეზონო მზადებისას ლუკა "ბასკონიას" მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და საკონტროლო მატჩებშიც მიიღო მონაწილეობა. თუმცა ევრობასკეტიდან წამყვანი ლეგიონერების დაბრუნების შემდეგ
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
პ.ს. ჟურნალისტები იმიტომ გქვიათ, ცოტა დინჯად უნდა იაზროვნოთ...
ხალხის ემოციებზე თამაში ჭურნალისტობაა.