გიორგი შერმადინის 6 ქულა და გამარჯვება "მანრესასთან"

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის "მორაბანკ ანდორამ" გასვლითი გამარჯვება მოიპოვა. ანდორელები სტუმრად "მანრესას" შეხვდნენ და 13 ქულით - 74:61 იძალეს.

საქართელოს ეროვნული ნაკრების ცენტრი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. მწვრთნელმა შერმადინი 19 წუთით დატვირთა, რის განმავლობაშიც გიორგიმ 6 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 15 ქულით ანდორელთაგან ბომბარდირი ლუკა ბოგდანოვიჩი გახდა, თუმცა მარგი ქმედების კოეფიციენტით შერმადინს მხოლოდ ვლადან სტოიანოვსკიმ გადაასწრო, რომელმაც 12 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა.

11 მოგებითა და 13 მარცხით "ანდორა" მე-10 ადგილზეა.
დარჩენილია 10 ტური, რის განმავლობაშიც შერმადინის გუნდი საუკეთესო 8 გუნდში შესვლას და პლეი ოფში თამაშს ეცდება. მომდევნო მატჩი ანდორელებს 26 მარტს, შინ "ფუენლაბრადასთან" ელით.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული