საქართელოს ეროვნული ნაკრების ცენტრი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. მწვრთნელმა შერმადინი 19 წუთით დატვირთა, რის განმავლობაშიც გიორგიმ 6 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 15 ქულით ანდორელთაგან ბომბარდირი ლუკა ბოგდანოვიჩი გახდა, თუმცა მარგი ქმედების კოეფიციენტით შერმადინს მხოლოდ ვლადან სტოიანოვსკიმ გადაასწრო, რომელმაც 12 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა.
11 მოგებითა და 13 მარცხით "ანდორა" მე-10 ადგილზეა.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით