ქართველი ცენტრი ესპანეთის უმაღლესი დივიზიონის კლუბ "ანდორას" ღირსებას იცავს და საშუალოდ მატჩში 12.6 ქულას და 5.8 მოხსნას აგროვებს. შერმადინის წარმატებული თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენია ლიგა ენდესას (უმაღლესი ლიგის) ხელმძღვანელობას და ქართველი ცენტრი ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მოგების კანდიდატად დაასახელა.
შერმადინის მხარდაჭერა ნებისმიერ გულშემატკივარს შეუძლია. ამისათვის საჭიროა Twitter-ში, Facebook-ზე ან Instagram-ზე ესპანეთის ჩემპიონატის Liga Endesa-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გადასვლა და ბმულზე მითითებული ფოტოს კომენტარებში #MVPLigaEndesa-ს და სასურველი კალათბურთელის სახელისა და გვარის დაწერა.
ასე რომ, შერმადინის
გარდა გულშემატკივრებისა, საუკეთესო მოთამაშის გამოვლენაში წონიანი სიტყვა ეკუთვნით ესპანეთის უმაღლესი ლიგის მოთამაშეებს, მწვრთნელებს და ესპანური მასმედიის წარმომადგენლებს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით