გიორგი შერმადინის ალეი ოპი და 21 ქულა "გრან კანარიასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ანდორას" ცენტრმა გიორგი შერმადინმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

მართალია, მისმა "ანდორამ" ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მორიგი მატჩი წააგო, თუმცა ქართველი ცენტრის ზეშედეგიანი თამაში ქართველებისთვის უმნიშვნელოვანესია.

ანდორელები სტუმრად "გრან კანარიას" ხვდებოდნენ და 13 ქულით - 85:98 დამარცხდნენ. შერმადინმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 28:26 წუთში 21 ქულა, 7 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 3 დაფარება და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 12-დან 10 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 1 ზუსტი საჯარიმო მოაყოლა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 34 ერთეული შეადგინა,
რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო და მთელ ტურში ანალოგი არ ჰყავს. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ქართველი ცენტრი ტურის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდეს. შერმადინს მხარი კარგად ვერ აუბეს ანდორელებმა და გუნდურად მოთამაშე კანარისკუნძულელებმა იმარჯვეს.

11 მოგებითა და 18 მარცხით შერმადინის გუნდი ანალოგიური შედეგის მქონე "ხუვენტუდთან" მე-12-მე-13 ადგილებს იყოფს. მომდევნო ტურში, 1 მაისს, "ანდორა" სწორედ "ხუვენტუდს" მასპინძლობს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული