გიორგი შერმადინმა "სევილიასთან" მატჩში 14 ქულა ჩააგდო

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის "ანდორა" ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში "სევილიას" ესტუმრა და დამატებით დროში 81:88 დამარცხდა.

გიორგის ურიგოდ არ უთამაშია: 27 წუთი, 14 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი. 10-დან 6 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

"ანდორას" 12 მოგება აქვს, მე-12 პოზიციაზეა და საპლეიოფო რვაეულში გასვლის შანსი უკვე დაკარგა.

მომდევნო შეხვედრას 14 მაისს, "რიო ნატურასთან" ჩაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული