შენგელიამ ფეხის ტრავმა მიიღო და 20 თებერვალს მას მენისკის ოპერაცია გაუდაიტანა. მას შემდეგ, ვიტორიული კლუბის ქართველი ფორვარდი რეაბილიტაციას გადის და რამდენიმე დღის წინ სრულფასოვან ვარჯიშსაც შეუდგა, თუმცა დიდი დატვირთვების მისაღებად მზად არ არის. შესაბამისად, მისი ბერლინის "მერსედეს ბენცის"
"ლაბორალკუჩამ" ევროლიგის პირველ ჯგუფურ ეტაპზე 10-დან 6 მატჩი მოიგო და ტოპ-16-ში გავიდა. "სიკვდილის ჯგუფში" მოხვედრილმა ვიტორიელებმა 8 გუნდში მე-2 ადგილი დაიკავეს და პლეი ოფში გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ ჯგუფში ბასკურმა გუნდმა მოსკოვის ცსკა-საც მოუგო, მადრიდის "რეალსაც", "ბარსელონასაც", რაც ვიტორიელთა სეზონის განმავლობაში განცდილ უდიდეს პროგრესზე მეტყველებს. შენგელია "ლაბორალკუჩას" ტრავმის გამო სწორედ ტოპ-16-ის შუაწელში გამოაკლდა, რითაც დიდი გაქანება და დატვირთვა მიიღო იანის ბურუსისმა - ვიტორიელთა ბერძენმა ცენტრმა, რომელიც გუნდის ლიდერია ქულებში, მოხსნებში და მარგი ქმედების ინდექსში (კოეფიციენტში).
"ლაბორალკუჩას" მეტოქე თურქული "ფენერბაჰჩეა" - ევროლიგის ყველაზე მრისხანე იერის მქონე გუნდი, რომელსაც 2 თვის წინ უმთავრესი ლიდერი იანის ვესელი ტრავმის გამო გამოაკლდა. სტამბოლელთა საბედნიეროდ, ვესელი დაბრუნდა და საინფორმაციო საშუალებების ცნობით, დღეს "ლაბორალკუჩას" წინააღმდეგ ითამაშებს.
პირველ ნახევარფინალში ცსლა-მ კრასნოდარის "ლოკომოტივი" 88:81 დაამარცხა. "ლაბორალ კუჩასა" და "ფენერბაჰჩეს" შეხვედრა კი თბილისის დროით 23:00 საათზე, რამდენიმე წუთში დაიწყება.
gbf.ge