მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკამ" ნახევარფინალური სერია "ეფესთან" წაგებით დაიწყო

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკამ" დასანანი მარცხით დაიწყო თურქეთის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერია.

რეგულარული ჩემპიონატის მომგები "ეფესი" მეოთხეადგილოსან დარუშაფაკელებთან ფავორიტად კი ითვლებოდა, მაგრამ ბოლო პერიოდამდე აგებდა და რომ არა დასკვნით წუთებში გამოჩენილი შედეგიანობა, მოედნის უპირატესობას პირველსავე მატჩში დაკარგავდა.

პირველი პერიოდი "ეფესმა" 2 ქულით მოიგო, თუმცა მეორე 14:23 დათმო, მესამე - 16:19 და ბოლო ათწუთეულის წინ 10 ქულით ჩამორჩა. "დარუშაფაკამ" ვერ მოახერხა სოლიდური უპირატესობის შენარჩუნება და 14:33 წაგებული დასკვნითი პერიოდის შემდეგ 71:80 დამარცხდა.

მარკოიშვილმა 23:30 წუთი ითამაშა და 7 ქულასთან ერთად თითო მოხსნა-პასი მიითვალა.
ქართველმა უკანახაზელმა 2-დან 2 ორქულიანი და 3-დან 1 სამიანი ჩააგდო. 17 ქულით დამარცხებულთაგან სკოტ ვილბეკინი გამოირჩა, ხოლო ეფესელებს 17 ქულით დარიო შარიჩმა ულიდერა.

სერია 3 მოგებამდეა, მომდევნო მატჩი კი ისევ ეფესელთა მოედანზე, 26 მაისს გაიმართება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული