რეგულარული ჩემპიონატის მომგები "ეფესი" მეოთხეადგილოსან დარუშაფაკელებთან ფავორიტად კი ითვლებოდა, მაგრამ ბოლო პერიოდამდე აგებდა და რომ არა დასკვნით წუთებში გამოჩენილი შედეგიანობა, მოედნის უპირატესობას პირველსავე მატჩში დაკარგავდა.
პირველი პერიოდი "ეფესმა" 2 ქულით მოიგო, თუმცა მეორე 14:23 დათმო, მესამე - 16:19 და ბოლო ათწუთეულის წინ 10 ქულით ჩამორჩა. "დარუშაფაკამ" ვერ მოახერხა სოლიდური უპირატესობის შენარჩუნება და 14:33 წაგებული დასკვნითი პერიოდის შემდეგ 71:80 დამარცხდა.
მარკოიშვილმა 23:30 წუთი ითამაშა და 7 ქულასთან ერთად თითო მოხსნა-პასი მიითვალა.
სერია 3 მოგებამდეა, მომდევნო მატჩი კი ისევ ეფესელთა მოედანზე, 26 მაისს გაიმართება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით