"შერმინატორი" დარჩა - გიორგი შერმადინი მომავალ სეზონშიც "ანდორაში" ითამაშებს

AutoSharing Option
გასული სეზონის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი ლეგიონერი გიორგი შერმადინი "ანდორასთან" კონტრაქტს აგრძელებს.

მართალია, შერმადინის გუნდი ესპანეთის ჩემპიონატის პლეი ოფში ვერ გავიდა, თუმცა ქართველმა ცენტრმა, რომელიც მატჩში საშუალოდ მოგროვებული 13.1 ქულითა და 6 მოხსნით გუნდის ლიდერი გახლდათ, სეზონის საუკეთესო ანდორელი მოთამაშის პრიზი დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი "ანდორაში" გასულ ზაფხულს ჩაირიცხა და კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"ჩვენთვის დიდებული ამბავია. გასულ სეზონში შერმადინი ჩინებულად გამოიყურებოდა და გუნდს დიდი სარგებელი მოუტანა. "ანდორაში" ყოფნით გიოც ძალიან ბედნიერია და თანამშრომლობის გაგრძელება სურს", - აღნიშნა ანდორელთა სპორტულმა დირექტორმა
ფრანსეს სოლოანამ
.

საინტერესოა, რომ შერმადინს კლუბის წარმომადგენლებმა თიკუნი მოუგონეს და მას "შერმინატორად" მოიხსენიებენ, რისი დასტურიც წარმოდგენილი ფოტო გახლავთ.

შერმადინთან ერთად "ანდორასთან" კონტრაქტი გასული სეზონის კიდევ 5 კალათბურთელს აკავშირებს. ესენი არიან: ალბისი, კოლომი, ნავარო, ბეტო და ვოიდან სტოიანოვსკი.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან კარგია რომ გიორგი შერმადინი ისევ დარჩა ამ კლუბში.აშკარად გაიხსნა ანდორაში და ნაკრებსაც შესანიშნავი სეზონის მერე ხვდება ძალიან კარგ ფორმაში. წარმატებები გიორგი!
orlando
20:03 22-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული