მართალია, შერმადინის გუნდი ესპანეთის ჩემპიონატის პლეი ოფში ვერ გავიდა, თუმცა ქართველმა ცენტრმა, რომელიც მატჩში საშუალოდ მოგროვებული 13.1 ქულითა და 6 მოხსნით გუნდის ლიდერი გახლდათ, სეზონის საუკეთესო ანდორელი მოთამაშის პრიზი დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი "ანდორაში" გასულ ზაფხულს ჩაირიცხა და კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
"ჩვენთვის დიდებული ამბავია. გასულ სეზონში შერმადინი ჩინებულად გამოიყურებოდა და გუნდს დიდი სარგებელი მოუტანა. "ანდორაში" ყოფნით გიოც ძალიან ბედნიერია და თანამშრომლობის გაგრძელება სურს", - აღნიშნა ანდორელთა სპორტულმა დირექტორმა
საინტერესოა, რომ შერმადინს კლუბის წარმომადგენლებმა თიკუნი მოუგონეს და მას "შერმინატორად" მოიხსენიებენ, რისი დასტურიც წარმოდგენილი ფოტო გახლავთ.
შერმადინთან ერთად "ანდორასთან" კონტრაქტი გასული სეზონის კიდევ 5 კალათბურთელს აკავშირებს. ესენი არიან: ალბისი, კოლომი, ნავარო, ბეტო და ვოიდან სტოიანოვსკი.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით