მოსალოდნელი ტრანსფერი: მანუჩარ მარკოიშვილი და "პანათინაიკოსი"

AutoSharing Option
18 ივლისს, ბერძნულმა გამოცემებმა საქართველოს ნაკრების კალათბურთელთან, მანუჩარ მარკოიშვილთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელეს. ელინთა მტკიცებით, "პანათინაიკოსის" ხელმძღვანელობა უკვე გაორმაგებული ძალით ცდილობს მარკოიშვილის გადაბირებას.

აქამდე იყო ლაპარაკი, რომ ან მანუ უნდა აეყვანათ, ან ვიქტორ კლავერი. არადა, კლავერი მეოთხე ნომერია, მარკოიშვილი - მეორე-მესამე. ისინი ერთმანეთს ხელს სულაც არ შეუშლიდნენ, თუმცა, ბოლო ინფორმაციით, კლავერმა "ბარსელონასთან" გააფორმა ხელშეკრულება და სწორედ ამის შემდეგ გააორმაგა "პანათინაიკოსმა" აქტიურობა მანუს გადაბირებასთან დაკავშირებით.

29 წლის მარკოიშვილს საზღვარგარეთ იტალიაში, გერმანიაში, სლოვენიაში, რუსეთში, უკრაინასა და თურქეთში უთამაშია. ბოლოს ის თურქული "დარუშაფაკას"
ღირსებას იცავდა.

შეგახსენებთ, რომ "პანათინაიკოსში" 2009-10 წლებში გიორგი შერმადინი თამაშობდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული