სავარაუდო ტრანსფერი: ვიქტორ სანიკიძის დამატება ბერძნულ კლუბს სურს

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ფორვარდ ვიქტორ სანიკიძეს ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გავესაუბრე, მისი მომავალი კლუბით დავინტერესდი. მიპასუხა: მალე გაიგებ, თუმცა ჯერ მეც არ ვიცი, სად ვითამაშებო.

ეს "მალეც" მოვიდა: ბერძნულმა საიტებმა დაწერეს - "არისი" სანიკიძის გადაბირებით სერიოზულადაა დაინტერესებული. გუნდის შემადგენლობა შეკრებილია, მხოლოდ ერთი ადგილია, გამოცდილი ფორვარდისთვის. სწორედ ისეთისთვის, სანიკიძე რომ არისო.

გუშინ ისიც დაიწერა, ვიქტორის ტრანსფერს წერტილი 72 საათში უნდა დაესვასო.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ "არისში" თითქმის ათი წლის წინათ ვლადიმერ ბოისა თამაშობდა. იგი გუნდში საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცმა
გორდო ჰერბერტმა
მიიწვია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული