ზაზა ფაჩულია - რას მოუტანს ის "გოლდენ სტეიტს"?

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულია საქართველოს ნაკრებთან ერთად წარმატებით იბრძვის ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე გასასვლელად. ამერიკულ მედიაში კი ხშირად წერენ ქართველ ცენტრფორვარდზე. დაინტერესება მას შემდეგ გაორმაგდა, რაც ზაზა "საჩემპიონო" "გოლდენ სტეიტის" წევრი გახდა.

გთავაზობთ ოდნავ შეკვეცილ სტატიას "ზაზა ფაჩულია - რას მოუტანს ის "გოლდენ სტეიტს", რომლის ავტორიც მაიკ ბრეიდია, სტატია თავიდან goldenstateofmind.com-ზე გამოქვეყნდა.

"13-წლიანი გამოცდილების მქონე ვეტერანი საქართველოდან, აქამდე ნაკლებად გამოირჩეოდა, მიუხედავად იმისა, რომ შარშან ლამის "ოლ სტარზე" მოხვდა. მოდი, ჩავუღრმავდეთ მის შესაძლებლობებს, რას უნდა ელოდოს ვარსკვლავებით გაჭედილი "უორიორსი" მისგან.

მოხსნები
ვიწყებთ მოხსნებთ, რაც ისედაც
ხელისგულზეა. ყველამ იცის, რომ ზაზა მოხსნებში დიდებულია. 2013 წელს მან "მილუოკის" რეკორდი დაამყარა, როცა ერთ თამაშში 18 ბურთი მოხსნა მეტოქის ფარზე! ეს, რა თქმა უნდა, ყოველ მეორე თამაშში არ განმეროდება, მაგრამ გასულ სეზონში "დალასში" ის საშუალოდ 9,4 მოხსნას აგროვებდა, რაც ლიგაში მე-14 შედეგია.

იმ კალათბურთელებს შორის, რომლებიც საშუალოდ 30 წუთზე ნაკლებს თამაშობენ (როგორც ზაზა) ქართველი მხოლოდ ჰასან უაითსაიდს, ჯულიუს რენდლს, ტრისტან ტომპსონსა და იონას ვალანჩუნასს ჩამორჩება.

მეტიც, ფაჩულია ლიგაში მე-4 ადგილზეა მეტოქის ფარზე მოხსნებით, რაც ასე უჭირდა "გოლდენ სტეიტს". შედარებისთვის, "გოლდენ სტეიტის" ცენტრი ენდრიუ ბოგუტი ამ მაჩვენებლით მხოლოდ 45-ე იყო. ფაჩულია ერთ-ერთი საუკეთესოა ლიგაში, როცა მეტოქის ფარზე ასხლეტილი სადავო ბურთისთვის იბრძვის.

ფაჩულია ჭკვიანი მოთამაშეა, მან ყოველთვის იცის, სად არის მისი გუნდელი მოედანზე. მან ყოველთვის იცის, როგორ გამოიყენოს ტანი ბრძოლაში და არასოდეს ეშინია ინიციატივის ხელში აღება, თუნდაც საეჭვო ტაქტიკას იყენებდეს. ის ამაში ძალიან ჰგავს ბოგუტს, მაგრამ დიდი სხვაობა ამ ორში ფაჩულიას მოწადინებაა. ზაზა უბრალოდ არ ჩერდება მაშინაც კი, როცა ბურთი დაკარგულია. მოკლედ, ზაზა ფაჩულია ფარქვეშ მაღალი საკალათბურთო IQ-ს და მონდომების ხარჯზე იბრძვის.

ფაჩულიას ყოფილი თანაგუნდელები მას დიდ მებრძოლად მიიჩნევენ, დევინ ჰარისი ზაზას როკის ადარებს: "ყოველ ჯერზე, როცა გასახდელში შევდივართ, ვხედავთ ზაზას დასისხლიანებულს, ის პარკეტზე ნამდვილი მებრძოლია. ეს ის არის, რაც ასე სჭირდება გუნდს".

დაცვა
როცა საკუთარი კალათის დაცვაზე მიდგება საქმე, ზაზა ფაჩულია კალათბურთის სოლიდური ცოდნისა და მებრძოლი სულის ხარჯზე გადის ფონს, რადგან მას არც ათლეტიზმი და არც სისწრაფე არ უწყობს ხელს, ებრძოლოს ლიგის მთავარ ვარსკვლავებს. ისინი მას ხშირად ჯაბნიან, ამიტომაც "გოლდენ სტეიტისთვის" ბოგუტის წასვლა და ფაჩულიას მოსვლა დაღმასვლაა. ზაზა ბოგუტისგან განსხვავებით, ფარის დამცველი არ არის, მაგრამ მასაც შეუძლია ბრძOოლა და არც ის არის ცუდი დამცველი.

დაცვაში ზაზა ყოველთვის მობილიზირებულია, თან ცდილობს, ფოლები თავიდან აიცილოს. ის პოზიციურად კარგად თამაშობს და სისწრაფის ნაკლის კომპენსირებას ამით აკეთებს. ვეტერანს რეზერვში საკმაოდ ბევრი ტრიუკი აქვს იმისთვის, რომ შემტევს მოუმზადებელი ტყორცნა შეასრულებინოს ან ბურთი დააკარგვინოს. ის ალბათ, არასოდეს გახდება დაცვაში საუკეთესო, მაგრამ ზაზა არასოდეს ნებდება.

შეტევა
როცა ქულების მოტანაზეა ლაპარაკი, ზაზა "ოლ სტარის" ვარსკვლავებს ბევრად ჩამორჩება, სისწრაფის და ათლეტიზმის ნაკლის გამო, ზაზა ისევ და ისევ, კალათბურთის კარგ ცოდნასა და ვეტერანის გამოცდილებას ეყრდნობა. ზაზა ფეხზე მყარად დგას და ცრუმოძრაობების არსენალსაც კარგად ფლობს, მას შეუძლია თანაგუნდელებს კარგი სატყორცნი სიტუაცია შეუქმნას. აგრეთვე, მას აქვს საკმაოდ კარგად დაყენებული ტყორცნა საშუალო მანძილიდან.

თუკი დაცვაში ბოგუტი აშკარად ჯობს ფაჩულიას, შეტევაში ზაზას მეტი რამის შემოთავაზება შეუძლია. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ქართველი ცენტრი ჯარიმებსაც ნორმალურად ისვრის - 77%.

ზაზას სროლის პროცენტმა შესაძლოა, მოიმატოს. მიზეზი ვარსკლავური "გოლდენ სტეიტია", მეტოქეები უფრო ოთხეულზე (კარი, ტომპსონი, დურანტი, გრინი) იქნებიან გადართული და ფაჩულიას მეტად გამოუთავისუფლდება სასროლად პოზიცია.

შეტევაში ზაზას კიდევ ერთი პლუსი ხშირად რჩება შეუმჩნეველი - ზაზა კარგად აყენებს ბლოკს თანაგუნდელისთვის.

დაბოლოს, პასები - ბოგუტი ბრწყინვალე იყო თანაგუნდელებისთვის კარგი სასროლი სიტუაციების შექმნაში, მაგრამ ფაჩულიაც ცენტრისთვის კარგი მეპასეა. გასულ სეზონში მეორად პასებში ბოგუტი მესამე ადგილზე იყო, ზაზა კი მეხუთეზე ლიგაში.

და კიდევ ერთი, ზაზა გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე თამაშობს და არ არის ეგოისტი, დირკ ნოვიცკი იხსენებს, რომ ხანდახან მას უფრო უხარია, როცა თანაგუნდელი გამოიჩენს თავს და თავად ჩრდილში დარჩება.

შოტლანდიაში არის ასეთი გამონათქვამი - ბებერი ძაღლი უფრო სწრაფად იკბინებაო. მართლაც, გამოცდილებას ბევრი მოაქვს, "ბებერი ძაღლები" უფრო მონდომებულნი არიან".
მკითხველის კომენტარები / 13 /
სამწუხაროდ ზოგიერთი ქართველის აზროვნება ფულის შოვნის იქეთ არ მიდის... და ვინც ასე ხართ მინდა დაგამშვიდოთ - ჯერ ერთი ზაზამ 13 წლიანი ამერიკული კარიერის განმავლობაში საკმაოდ აიღო დამსახურებული მაღალი ხელფასი და მეორეც - რატომ არ გესმით, რომ მისთვის კარიერა ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ გაგიჭირდებათ წარმოდგენა, მაგრამ ხელფასზე მნიშვნელოვანიც.
მის მიერ მოპოვებული ჩემპიონის ბეჭედი (ძალიან დიდი იმედი გვაქვს ყველა არადაბოღმილს) ძალიან დიდი სტიმული და დაინტერესების მიზეზი გახდება პატარების და მათი მშობლების, რომ მეტი ბავშვი მივიდეს კალათბურთზე და შესაბამისად მეტი პოტენციურად კარგი მოთამაშე გამოჩნდეს
რაც შეგეხებათ ფეხბურთის ფანებს, რომლებსაც კალათბურთელების, რაგბისტების და სხვა სპორტსმენების წარმატებები გაღიზიანებთ და იბოღმებით, რაც სამარცხვინოა და მეტი არაფერი, გეტყვით რას ნიშნავს ნბა-ს საჩემპიონო ბეჭედი - ეს ფეხბურთის ენაზე არა მარტო რომელიმე ქვეყნის ჩემპიონობის, ან თუნდაც ჩემპიონთა ლიგის მოგების, არამედ მსოფლიო ჩემპიონობის ტოლფასია ერთი ადამიანის მიღწეული და შესაბამისად მთელი საღად მოაზროვნე ერის უდიდესი სიხარული...

ასე რომ წარმატებები ზაზას და ძალიან ველი ახალი და ძალიან დიდი იმედი მაქვს საჩემპიონო სეზონის დაწყებას

წარმატებები ზაზა...
ქუთათური
11:26 07-09-2016
0
მოკლედ საოცარი ხალხი ხართ რაა, გაუმართლა და კაცი 10 წელზე მეტია ნბაში ხო? ცენტრი 3ქულიანს რატო არ აგდებსო, კიდე ცენტრიდან უნდა ტენიდეს და ყველას ხელი უნდა გადაუწიოს, ისე რა ცენტრია:D:D
davit15
13:54 05-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული