პირველი მატჩის შემდეგ ამერიკულმა მედიამ ზაზა ფაჩულიას თამაში გააკრიტიკა

AutoSharing Option
cbssports.com-მა "გოლდენ სტეიტის" პირველ საგამოფენო მატჩში "ტორონტოსთან" მარცხის შემდეგ, ხუთ პუნქტად ჩამოწერა დასკვნები, რომელიც ორივე გუნდს ეხება.

ხუთი პუნქტიდან მესამე ზაზა ფაჩულიას ეხება, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

3. ფარქვეშ თამაში ცოტა დაუხვეწავი იყო, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში
"ზაზა ფაჩულია უფრო "დალასის" ფაჩულიას ჰგავდა, ვიდრე "მილუოკის" ფაჩულიას. ზაზას პრობლემები ჰქონდა კომბინაციების გათამაშებისას, დასრულების სტადიაში, აგებდა ბრძოლას ფარისთვის.

თითქოს, დრეიმონდ გრინიც არ იყო დაინტერესებული მოხსნებისთვის ბრძოლით. შედარებისთვის, "ტორონტომ" თავისი აცილებული ტყორცნების 33 პროცენტი მოიპოვა, მაშინ, როცა "გოლდენ სტეიტმა" მხოლოდ 18.

ეს შესაძლოა, სერიოზული
მიზეზი იყოს შეშფოთებისთვის - "უორიორსი" ამ სეზონში ფარქვეშ ალბათ, ვერ იქნება ძლიერი.

ფაჩულიას უკეთ თამაში შეუძლია. გრინიც აუცილებლად ითამაშებს უკეთ, მაგრამ გუნდმა დაკარგა ფასტუს ეზელი და სავარაუდოდ, ფაჩულია მთლიანობაში ვერ არის ისეთი კარგი, როგორც ბოგუტი იყო. თუნდაც, საჯარიმოების ტყორცნის გაუმჯობესებული პროცენტით.

"მეომრებს" ფარქვეშ პრობლემები უჩანთ, იმის მიუხედავად, რომ გუნდი პერიმეტრზე დიდებული უნდა იყოს", - ასეთია CBS-ის დასკვნა "გოლდენ სტეიტის" ცენტრის პოზიციაზე.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზაზა ჯერ ჯერობით ეჩვევა სიტუაციას გუნდში, ამიტომ ვფიქრობ რომ მალე ყველაფერი რიგზე იქნება და მაყურებელი თვითონ ნახავს მის კარგ თამაშს.
ხვიჩა
10:15 04-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული