"ეს ისეთი პრობლემაა, შეიძლება გუნდს ჩემპიონის ტიტულად დაუჯდეს"

AutoSharing Option
NBA-ს რეგულარული სეზონის პირველ მატჩში ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" შინ 100-129 დამარცხდა "სან ანტონიოსთან".

ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს სეზონი მარცხით დაიწყეს [VIDEO]

ამ თამაშში შედგა ზაზა ფაჩულიას დებიუტი ახალ გუნდში. სამწუხაროდ, ქართველის თამაშმა საყოველთაო კრიტიკა დაიმსახურა გამოცემებში, ბლოგებსა და საიტებზე.

ძალზე კრიტიკულია sportsblog.com-ის ჯონათან მაკკორკელი სტატიაში: "გოლდენ სტეიტის" პანიკა ცენტრის პოზიციაზე".

"გასული საღამოს საშინელი ფარქვეშა დაცვისა და მოხსნების შემდეგ უარესი ვეღარ მოხდება. ზაზა ფაჩულია ვერაფრით დაეხმარა გუნდს და მისი ქმედება ნულის ტოლი იყო ყველა იმ ფაქტორში, რომელთა დათმობამაც
გუნდის წაგება გამოიწვია.

20 წუთზე მეტში მას ჰქონდა 2 ქულა, 1 პასი, 3 მოხსნა და 3 დაკარგვა. მისი თამაში ვერაფრით შეეწია "უორიორსს". ასე სუსტად ითამაშა ზაზამ "პორტლენდთან" საგამოფენო მატჩის პირველ მეოთხედში მეისონ პლამლის წინააღმდეგ, თუმცა შემდეგ გამოასწორა თამაში.

ჩნდება კითხვა, როგორ უნდა მოევლოს ამ პრობლემას? და ეს ისეთი პრობლემაა, რომელიც გუნდს შესაძლოა, ჩემპიონის ტიტულად დაუჯდეს.

ზაზასთან ერთადაც კი "გოლდენ სტეიტი" ლიგის ტოპ-3 კლუბშია, მაგრამ როცა საქმე ჩემპიონობისთვის ბრძოლასთან მიდის პლეი ოფში... სადაც დაცვის თამაში სხვაა და ფაფხური სხვა, სადაც "დიდი ბიჭები" კალათს ხშირად უტევენ, როგორც ამას "კლიპერსის", "სან ანტონიოსა" და "კლივლენდის" ცენტრები აკეთებენ.

ზაზას პრობლემა ახლავე უნდა გადაწყდეს და პასუხი სათადარიგოთა სკამზე ზის - ჯავეილ მაკგი. ნიჭიერი ცენტრების წინააღმდეგ სწორედ მაკგიმ უნდა ითამაშოს მეტი. "გოლდენ სტეიტის" ცენტრებმა ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ პრობლემა. 48-წუთიან მონაკვეთში ზაზამ 8 წუთი უნდა ითამაშოს, ვესტმა და მაკგიმ 15-15, ვარეჟაომ და ლუნიმ - 5-5. მხოლოდ ასე თუ გავა ფონს "უორიორსი", რადგან ცხადია - ზაზა ვერ არის ენდრიუ ბოგუტის სრულფასოვანი შემცვლელი", - წერს ავტორი.

RotoWire:
"უორიორსის" პრობლემამ -ცუდი დაცვა ფარქვეშ და სუსტი პასები - უკვე გახსნის მატჩში იჩინა თავი. "სპურსმა" მოხსნებში 55:35 მოიგო. აქედან მეტოქემ 21-ჯერ მეტოქის ფარზე მოხსნა ბურთი. ყველა გუნდს ისეთი კარგი ცენტრები არ ჰყავს, როგორც "სპურსს", ამიტომ ფაჩულია შედარებით სუსტ ცენტრებთან კარგად გამოჩნდება. მაგრამ მისი დებიუტი კიდევ ერთი შეხსენება იყო პრობლემის, რომელსაც სხვა გუნდები კიდევ ბევრჯერ გამოიყენებენ ამ სეზონში".

warriorsworld.net:
"ფაჩულიას არ აქვს არც საკმარისი სისწრაფე, აჰყვეს მეტოქის მცველებს, არც საკმარისად გრძელი ხელები, რომ მეტოქის სროლების დაფარება შეძლოს.

espn.com:
"ცენტრ ზაზა ფაჩულიას თავისი პლუსები კი აქვს, მაგრამ ის ახლოსაც ვერ მოვა ენდრიუ ბოგუტთან, რომელიც "გოლდენ სტეიტში" შეცვალა. "სან ანტონიოს" ბიჭებმა იბატონეს ფარზე და ზაზა მხოლოდ სამ მოხსნას დააჯერეს".

washingtonpost.com:
"ფაჩულია აგებდა ფარიდან ასხლეტილი ბურთებისთვის ბრძოლას. ხშირად ნაადრევად ხტებოდა და ისეთ ბურთს აგებდა, რომელიც წესით, მას უნდა შეხვედროდა".

sfexaminer.com:
"ფაჩულია არ არის ცუდი, განსაკუთრებით მაშინ, როცა მის გუნდს აქვს ბურთი, მაგრამ ის ინჩით უფრო დაბალია, რამდენიმე წლით უფრო ხნიერია და ნაკლებად ათლეტურია, ვიდრე ბოგუტი. ფარქვეშ დაცვა "გოლდენ სტეიტის" ერთადერთი სერიოზული პრობლემაა და გუნდმა ამას მალევე უნდა უმკურნალოს, რადგან ყველა მეტოქემ იცის ამ სისუსტის შესახებ".
მკითხველის კომენტარები / 15 /
ზაზა არაა სუპერსტარი ან რაიმე მსგავსი მაგრამ მას რომ დევიდ ვესტს და მაკგის შეადარებს ადამიანი და მითუმეტეს ჟურნალისტი რავიცი ტეხავს :))))) ეხლა გოლდენს ცენტრზე ზაზაზე კაი არავინ ყავს და სან ანტონიომ ზაზა კი არა მთელი გოლდენ სტეიტი არ გაახარა თავის დურანტიანად კავაიმ,სიმონსმა და ოლდრიჯმა აწამეს :)) მაკგის ცენტრობა გამოჩნდა რომ შემოვიდა 2 წუთი და სიმონსმა ისეთი გადაატენა რომ ლამის იტირა :)))))
0
სვანს ვეთანხმები. დავამატებ მხოლოდ იმას, რომ გოლდენ სტეიტი საჩემპიონო გუნდია და შემთხვევითი კალათბურთელი ამ გუნდში და მითუმეტეს ხუთეულში ვერ მოხვდება. ზაზა მოუმატებს და თან ძალიან მაგრად. ძალინა ჟილკიანი და რაც მთავარია სპორცმენია, ეს იქიდანაც ჩანს რომ ფულს დიდ გუნდში თამაში არჩია. მიდი ზაზა!!! შენთან ვართ და გელოდებით მთელი სიკაშკაშით
svani2
12:55 28-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული