ფაჩულია და "გოლდენ სტეიტი" 2017 წელს მოგებითა და ლიდერობით ხვდებიან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების კალათბურთელის ზაზა ფაჩულიას გუნდმა "გოლდენ სტეიტმა" წლის ბოლო მატჩი საკუთარ დარბაზში "დალას მავერიკსის" წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 108:99 გაიმარჯვა.

ოკლენდელებს თბილისის დროით, 31 დეკემბერს, გამთენიისას გამართულ შეხვედრაში ქართველი ცენტრის უწინდელი გუნდის დამარცხება არ გასჭირვებიათ. მართალია, საბოლოოდ 9-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა, თუმცა ბოლო პერიოდის წინ მასპინძლები 22 ქულით იგებდნენ და შეხვედრის ბედიც გარკვეული იყო.

ფაჩულია ყოფილ თანაგუნდელებთან მატჩში ტრადიციულად სასტარტო ხუთელში იყო და მოედანზე 18 წუთი გაატარა. ზაზას ძირითადად დირკ ნოვიცკის მეურვეობა უწევდა, რომელმაც მოედანზე ყოფნის 23 წუთში 11 ქულა,
5 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. რაც შეეხება ქართველი ცენტრის მონაგარს, ზაზამ 6-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 2 ქულით, 5 მოხსნით და 1 ჩაჭრით დაასრულა.

ოკლენდელებს 29 ქულით კლეი ტომპსონმა ულიდერა, კევინ დიურანტმა კი სამმაგი დუბლი - 19 ქულა, 11 მოხსნა და 10 პასი მიითვალა. რაც შეეხებათ დალასელებს, მათ ყოფილმა გოლდენსტეიტელმა ჰარისონ ბარნსმა 25 ქულით ულიდერა.

29 მოგებითა და 5 მარცხით "გოლდენ სტეიტი" 2017 წელს ლიგის ლიდერობით ხვდება. მომდევნო მატჩს ოკლენდელები 3 იანვარს, შინ "დენვერთან" გამართავენ.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 10 /
ბურთს არ ტენის კალათში, რაღაც დაკომპლექსებულია.
koka
01 იანვარი 2017 23:25
0
მართალი ხარ, ის კადრები არ მქონდა ნანახი ადრე, ეხ ნეტავ ისევ ისე ძველებურად თამაშობდეს, დღეს დილით მეგონა მავერიკსის ორმაგ დუბლს შეუსრულებდა. (((
tanto
31 დეკემბერი 2016 16:50
0
ძალიან მოუკლო ზაზამ, რატომ არ ისვრის კალათში ვერ გავიგე, ვითომ მწვრთნელის დავალებაა რომ პასი გააკეთოს მაგრამ ხან ისეთ სიტუაციიდან არ ისვრის შეშინებული გეგონება, პასი ცუდი არ არის მაგრამ როდესაც 30 ქულას იგებ ესროლე რა... რაც არ უნდა იყოს პროცენტს უყურებენ მაინც არ ვიცი რა
gaga
31 დეკემბერი 2016 14:47
0
ბოლოში ნამდვილად ზაზას ხმაა, ატლანტა ჰოუკსის დროინდელი ვიდეოა :)) https://youtu.be/IitFGF7XJjc
tanto-ს
31 დეკემბერი 2016 13:48
0
შემთხვევით წავაწყდი ეხლა იოუტუბში, ვარიორების საკაიფო მუსიკალური მულტფილმია, ზაზას მულტ-პერსონაჟი სულ ბოლოში ჩნდება და მღერის, მგონი თავითონვე ახმოვანებს, ხმა ძალიან გავს. ))) https://www.youtube.com/watch?v=GM0IB-1xJ8s
tanto
31 დეკემბერი 2016 13:01
0
ალბათ აქვს ზაზას რაღაც ისეთი, რაც გუნდური თამაშისა თვალსაზრისით დივიდენდებს აძლევს თავის გუნდს, თორემ ისე არავინ არ ათამაშებდა და არც სასტარტოში ექნებოდა ადგილი, სპეციალისტები ხედავენ ალბათ იმას, რასაც ჩვენ, გულშემატკივრები ვერ ვხედავთ;
თორემ, რაც ჩანს საკმაოდ მძიმე საყურებელია: არა დრიბლინგი და გასვლა; არა საშუალო სროლები, სამიანი საერთოდ არც უსვრია მგონი გოლდენ სტეიტში, დაფრებების და მოხსნების ცუდი სტატისტიკა, ჩატენვებისაგან თავის არიდება, სასროლი სიტუაციიდან სროლაზე თავის შეკავება,
დათი
31 დეკემბერი 2016 12:48
0
მეგონა მავერიკსისთან მაინც თავს გაიგიჟებდა და მინიმუმ ორმაგ დუბლს შეასრულებდა.
(((
31 დეკემბერი 2016 12:36
0
არ გამოვა წელს ამის ოლსტარობა. ისევ დაგვცინებენ
papai
31 დეკემბერი 2016 12:00
0
ზეზა ეგრე არ შეიძლება ქულებიზე ითამაშე ერთი სათი ფიქრობდი კლივედთან რო თამაშობდი ჩაგდაბაზე
irakli
31 დეკემბერი 2016 11:45
0
6-დან 1 ორქულიანი ...
zurab
31 დეკემბერი 2016 11:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული