თორნიკე შენგელიამ და "ბასკონიამ" მადრიდის "რეალს" ისევ მოუგეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა. მისმა გუნდმა "ბასკონიამ" მადრიდის "რეალს" უმასპინძლა და დაამტკიცა, რომ სეზონის დასაწყისში ევროლიგაზე "სამეფო კლუბის" ძლევა შემთხვევითობა არ იყო.

ბასკებმა "რეალს" ამჯერადაც დამაჯერებლად აჯობეს - 77:62.

თორნიკე სასტარტო ხუთეულში იყო და გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. მან 17 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. თუმცა მხოლოდ სტატისტიკით როდი განისაზღვრება მისი ნაყოფიერება, დაცვაშიც საიმედოდ მოქმედებდა...

მატჩის ბომბარდირობა ბასკონიელებმა იკისრეს - შეინ ლარკინმა და ადამ ჰანგამ 16-16 ქულა
ჩააგდეს. მადრიდელთაგან კი ყველაზე მეტი, 12-12 ქულა რუდი ფერნანდესსა და ლუკა დონჩიჩს ჰქონდათ.

14 ტურის შემდეგ 9 მოგებით "ბასკონია" ესპანეთის ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა. პირველობას "რეალი" და "ბარსელონა" იყოფენ - 11-11 გამარჯვება. 8 მოგებითა და 6 მარცხით ბექა ბურჯანაძისა და გიორგი შერმადინის "ანდორა" მერვე პოზიციაზეა. მომდევნო მატჩი სწორედ "რეალთან" ელის. "ბასკონიაც" მადრიდში ითამაშებს, ოღონდ "ფუენლაბრადას" დაუპირისპირდება. მატჩები 8 იანვარს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული