ევროპის თასის ფინალურ ეტაპზე გასასვლელად 2 საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება - ანდორასა და საფრანგეთში. ჩვენ ანდორა გვაინტერესებს, სადაც თავი 12 ქვეყნის ნაკრებმა მოიყარა - ესპანეთი, სლოვენია, საქართველო, პოლონეთი, ლატვია, ჩეხეთი, რუსეთი, გერმანია, ისრაელი, უკრაინა, ანდორა და ირლანდია.
12
პლეი ოფის პირველი წრის მომგები გუნდები ევროპის თასის საგზურს მოიპოვებენ, დამარცხებულებს კი საკვალიფიკაციო ტურნირში დარჩენილი 2 საგზურისთვის მოუწევთ ბრძოლა.
საქართველოს სახელს ანდორის საკვალიფიკაციოში დაიცავენ შემდეგი მოთამაშეები: ვახტანგ ქადარია, ირაკლი ჩლაიძე, გივი ბაქრაძე და ზუკა მაჩალაძე. ოთხივე მათგანი საქართველოს სუპერლიგის წამყვანი გუნდების მოთამაშეები არიან, რომლებსაც 3X3 კალათბურთის გამოცდილებაც უმაგრებთ ზურგს და თუკი ისინი ანდორაში წარმატებას მიაღწევენ, 7-9 ივლისს ჰოლანდიის დედაქალაქ ამსტერდამში ევროთასის ფინალურ ეტაპში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებენ.
წყარო: gbf.ge