"ჰიუნდაი" ფინიშთან პირველია

AutoSharing Option
ვაკეში მდებარე აკადემიას დარბაზში  1999 წელს დაბადებულთა საკალათბურთო ფესტივალი "ჰიუნდაის" გამარჯვებით დასრულდა.

გადამწყვეტი მატჩები საინტერესოდ წარიმართა, თუმცა შეჯიბრების მშვენება მისი ფინალი გამოდგა, რომელშიც ერთმანეთს "ჰიუნდაი" და "ორბი" ერკინებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ "ორბმა" მატჩი კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედის შემდეგ 12:2 დაწინაურდა, "ჰიუნდაიმ" მოახერხა მობილიზება და დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა, მესამე მეოთხედის ბოლოს კი 24:22 დაწინაურდა. საბოლოოდ ლაშა თოიძისა და ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა "ჰიუნდაიმ" 35:30 მოიგო და ფესტივალის გამარჯვებული გახდა.

მესამე ადგილზე სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი გავიდა, რომელმაც ოთხეულში გასული
რეგიონის ერთადერთი წარმომადგენელი "ფოთი" 46:26 დაამარცხა. ფინალური მატჩის ბოლოს მოეწყო დაჯილდოვება, ასევე გამოარჩიეს საუკეთესო მოთამაშეები, რომლებიც ეროვნული ნაკრების წევრთა მაისურებით დასაჩუქრდნენ.

ნახევარფინალები
20 ივნისი
ფოთი-ორბი 20:42
0:8, 8:6, 9:17, 3:11
ფოთი: ჯანელიძე (10), ლატარია, მალანია, ჯგუბუჩია, ხურცილავა (1), პერტაია (6), ქორჩილავა (1), ხავთასი, სინიცინი, სალაყაია (2), პაპავა.
ორბი: მღებრიშვილი, მამალაძე (4), გიგაური, სვანიძე, მეცხვარიშვილი (4), ბოხუა, მჭედლიშვილი (2), ჭოლაძე (2), ჩალაბოვი (7), ყირიმელი (23).

სამედიცინო-ჰიუნდაი 20:46
4:5, 6:10, 4:13, 6:18
სამედიცინო: ქვილორია (4), დ .ავალიანი (2), გოგოლაშვილი (2), დოლიძე, ალავიძე (2), გ. კეკელიძე, გ. ავალიანი (2), კაციაშვილი, ნ. კეკელიძე, მამუკელაშვილი (4), ჩიგოგიძე (4), მაღლაკელიძე.
ჰიუნდაი: გამყრელიძე (6), სისაური (2), ბეციაშვილი (4), ს. ქავთარაძე (2), გ. ქავთარაძე (11), ფიფია (2), კაკუბერი (4), ბითაძე (7), მაჭავარიანი (2), ცაგარეიშვილი (4), ფეიქრიშვილი (2), თოიძე.

მატჩი მე-3 ადგილისთვის
21 ივნისი
სამედიცინო-ფოთი 46:26
22:9, 10:2, 1:9, 13:6
სამედიცინო: ქვილორია, დ. ავალიანი (5), გოგოლაშვილი (2), დოლიძე, ალავიძე (7), გ. კეკელიძე, გ. ავალიანი, კაციაშვილი (4), ნ. კეკელიძე (2), მამუკელაშვილი (20), ჩიგოგიძე (2), მაღლაკელიძე (4).
ფოთი: ჯანელიძე (3), ლატარია, მალანია, ჯგუბუჩია, ხურცილავა (15), პერტაია (4), ქორჩილავა, ხავთასი, სინიცინი (4),სალაყაია, პაპავა.

ფინალი
21 ივნისი
ორბი-ჰიუნდაი 30:35
12:2, 2:10, 8:12, 8:11
ორბი: მღებრიშვილი, მამალაძე, გიგაური, სვანიძე, მეცხვარიშვილი (4), ბოხუა, მჭედლიშვილი, ჭოლაძე, ჩალაბოვი, ყირიმელი (26).

ჰიუნდაი: გამყრელიძე (4), სისაური, ბეციაშვილი, ს. ქავთარაძე (1), გ. ქავთარაძე (17), ფიფია, კაკუბერი (5), ბითაძე (8), მაჭავარიანი, ცაგარეიშვილი, ფეიქრიშვილი, თოიძე.

საუკეთესოები
ჰიუნდაი: ა. კაკუბოვი, გ. გამყრელიძე
ორბი: ნ. ყირიმელი, ლ. მჭედლიშვილი
სამედიცინო: ი. გოგოლიშვილი, ს. მამუკელაშვილი
ფოთი: ზ. ჯანელიძე, ს. ხურცილავა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული