იტალიური "ოლ სტარის" ქართველი MVP

AutoSharing Option
იტალიური კემპიდან საქართველოში დაბრუნდნენ "სოხუმის" ახალგაზრდა კალათბურთელები, შოთა გოლეთიანი, გიორგი სალაყაია და მათი მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია.

როგორც ყოველთვის, კემპიდან ქართველები ხელცარიელნი არც ამჯერად ჩამოსულან. ორი ჯილდო დაიმსახურა 1991 წელს დაბადებულმა შოთა გოლეთიანმა:

- კემპის მსვლელობისას მოეწყო სხვადასხვა შეჯიბრება. ჩატენვების კონკურსი მე მოვიგე. ასევე დამასახელეს ვარსკვლავთა მატჩის საუკეთესო კალათბურთელად, - მოგვითხრობს შოთა. იგი კემპის სპეციფიკაშიც გვარკვევს:

- ღონისძიება "სისარის დინამოს" მწვრთნელის რომეო საკეტი ორგანიზებით რამდენიმე წელია ეწყობა. კემპზე მოწვეულნი იყვნენ ცნობილი სპეციალისტები, მათ შორის ამერიკელი ჩარლზ იელვერტონი, რომელიც კობი ბრაიანტს (16
წლამდე) წვრთნიდა, 70-იან წლებში ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გამოდიოდა, ხოლო შემდეგ იტალიაში გადავიდა და ამ ქვეყნის ჩემპიონიც გახდა. ბევრი რამ ვისწავლე. მწვრთნელების გარდა შევხვდით იტალიის ჩემპიონატში მოთამაშე კალათბურთელებს. მათ ყველა კითხვაზე ამომწურავად გვიპასუხეს.

კემპი ორ ეტაპად გაიყო: საწყის 6 დღეს 11-დან 14 წლამდე ასაკის კალათბურთელები ვარჯიშობდნენ, მომდევნო კვირეულში - 14-დან 18 წლამდე ჭაბუკები.
- მე და გიორგი სალაყაია 18-წლამდელებში ვვარჯიშობდით. დილისა და შუადღის წვრთნის შემდეგ, საღამოს თამაშები გვქონდა. კალათბურთელები თავიდანვე გაგვყვეს გუნდებად და კემპის ჩემპიონატი მოვაწყვეთ. ჩემი გუნდი მეორე ადგილზე გავიდა. მეტად საინტერესო შეჯიბრება გამოვიდა.

ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ შოთა გოლეთიანი შარშან კადეტთა ნაკრების ღირსებას იცავდა, ხოლო 2010-11 წლების სეზონში "სოხუმთან" ერთად საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო. შოთას კარიერის იტალიაში გაგრძელებაც შესთავაზეს, თუმცა სავარაუდოდ მომავალ სეზონსაც "სოხუმში" გაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
უნარ შეზღუდულების კემპზე ხო არ იყვნენ? :D ან ვაჟამ იმაიმუნა რაღაცეები, თორე იტალიაში გოლეთიანი მვპ გამხდარიყო? მდა... დაერხა ევროპულ კალათბურთს ან საქართველოში გვაქვს ნამეტანი მაღალი დონის ჩემპიონატი თორე ისე თვრამეტწლამდელების საშუალოზე საშუალოზხე მოთამაშე მვპ როგორ გახდებოდა? ხო ეგრეა მე მოვკვდე. სალაყაიას თამაში არ მაქ ნანახი მარა სტატისტიკა რო ვნახე 16 წლამდელებში გული დამეწვა... ეჰ საცოდავო იტალია
hm...
18:57 12-07-2011
0
წარმატებები ბიჭებს, მარტო ერთი რამ მაკვირვებს, თუ იტალიური გუნდი გეპატიჟება სოხუმში რატო აგრძელებს ''კარიერას''?
sport-fun
15:06 12-07-2011
0

სიახლეები პოპულარული