პუბლიკაციას ჰქვია: "სანაძე, ახალი ქართული ტალღიდან".
"ევროლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "ბარსელონამ" და "კანტუმ" ითამაშეს. იტალიურ გუნდში ქართველი კალათბურთელები - გიორგი შერმადინი და მანუჩარ მარკოიშვილი გამოირჩეოდნენ. ისინი ჩამოყალიბებული მოთამაშეები არიან, თუმცა საქართველოში ახალი ნიჭიერი თაობა მოდის.
თორნიკე შენგელიას გვერდით 1992 წელს დაბადებულ დუდა სანაძეს გამოვარჩევდით, რომელმაც გასულ სეზონში კანარიული სკოლა გაიარა და სამშობლოში დაბრუნდა.
სანაძე საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა და მატჩში საშუალოდ 29 წუთში
- რას მოელი მიმდინარე სეზონისგან?
- ამ ეტაპზე ჩემი მთავარი მიზანი ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაა.
- რას იტყვი შენი ქვეყნის პერსპექტიულ მოთამაშეებზე?
- საქართველოში ახალგაზრდა კალათბურთელებს ზრდისთვის კარგი შესაძლებლობა აქვთ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ეროვნულ ჩემპიონატში უცხოელი მოთამაშეები მომრავლდნენ და მათგან ბევრ დადებითს ვითვისებთ.
- გარკვეული დრო კანარიის საკალათბურთო აკადემიაში გაატარე. რატომ გადაწყვიტე იქ გამგზავრება?
- იმიტომ, რომ მსურს, საბოლოოდ ამერიკაში წავიდე. ვიცი, კანარიის აკადემია ერთ-ერთი საუკეთესო საკალათბურთო სასწავლებელია ევროპაში და ამიტომაც გადავწყვიტე იქ ვარჯიში. სამწუხაროდ, ესპანეთში დიდხანს ვერ დავრჩი. სავიზო პრობლემები შემექმნა და სამშობლოში დავბრუნდი.
- რა შეიძლება ითქვას საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შანსებზე, რომელსაც მომავალ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატზე უწევს თამაში?
- შემადგენლობა ისეთი ძლიერი არაა, რომ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ, თუმცა შედეგის მისაღწევად მაქსიმუმს გავაკეთებთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"