გიორგი რევაზაშვილი "ბათუმის" რიგებშია

AutoSharing Option
პირველი წრის შემდეგ "ბათუმი" დატოვა ერთადერთმა ნომინალურმა ცენტრმა მამუკა ბოლქვაძემ. მის ნაცვლად განაცხადში ადგილი დაიკავა გიორგი რევაზაშვილმა (1991 წელსაა დაბადებული, "მაქაბის" სკოლის აღზრდილია). იგი ცენტრი არ არის, 208 სმ სიმაღლის უნივერსალური ფორვარდია, რომელსაც არაერთ პოზიციაზე შეუძლია თამაში.

რევაზაშვილი გასულ სეზონში საქართველოს ახალგზრდულ ნაკრებში ირჯებოდა და გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში იგი ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, რადგან "მაქაბის" ახალგაზრდულ გუნდში ასაკის გამო თამაშის უფლება არ ჰქონდა. გასულ სეზონში 20-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატში რევაზაშვილის საშუალო მონაგარი ასე გამოიყურებოდა: 36.1 ქულა,
13.1 მოხსნა. ორივე მაჩვენებლით იგი საუკეთესო იყო.

რევაზაშვილის ბათუმური დებიუტი თებერვალში, სუპერლიგის მეორე წრის პირველ მატჩში შედგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული