შსს-ში ამერიკელი გამთამაშებელი ენტონი მუდი ითამაშებს

AutoSharing Option
შუასასეზონო მიდი-მოდი ჯერაც არ დასრულებულა. სუპერლიგის კლუბებს შორის ყველაზე მეტს შსს აქტიურობს. გუნდს ბერძენი გიორგიოს კეცელიდისი რომ გაწვრთნის, უკვე მოგახენეთ.

გუშინ, ამერიკულ გაზეთ "ბისმარკ ტრიბუნიდან" კიდევ ერთი სიახლე შევიტყვეთ - შსს-ში ამერიკელი გამთამაშებელი ენტონი მუდი (182 სმ) ითამაშებს. ამ მოვლენასთან დაკავშირებით "ბისმარკ ტრიბუნში" ვრცელი სტატია გამოქვეყნდა:

"მერის" კოლეჯის ყოფილი გამთამაშებელი 22 წლის ენტონი მუდი, კარიერას საქართველოში გააგრძელებს. იგი საკალათბურთო კლუბ შსს-ს პარასკევს შეუერთდება.

- ქართული წინადადების შესახებ ჩემმა აგენტმა შემატყობინა. შემოთავაზება დეტალურად განვიხილეთ და დავრწმუნდით, რომ ეს იყო დიდებული ვარიანტი
პროფესიული კარიერის გასაგრძელებლად, - განაცხადა მუდიმ, რომელიც "მერის" კოლეჯის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი იყო. იგი გუნდს 2009 წელს შეუერთდა და წინა სეზონის მაჩვენებელი თითქმის გააორმაგა - 8-დან 15 მოგებამდე ავიდა და საშუალოდ 18.3 ქულას აგროვებდა. მომდევნო სეზონში NCAA-ს II დივიზიონში "მერიმ" შედეგი კიდევ უფრო გააუმჯობესა: 23 მოგება, 5 წაგება. ენტონის მონაგარი ასეთი იყო - 21.3 ქულა, 4.3 პასი, 5.4 მოხსნა.

მიმდინარე სეზონში მუდი დრაფტზე NBA-ს განვითარების ლიგის წარმომადგენელმა "სკაიფორსმა" აიყვანა, სადაც საშუალოდ 4.5 ქულას, 1.3 მოხსნასა და 1.2 პასს აგროვებდა.
- "სკაიფორსში" შესაძლებლობებს სრულად ვერ ვავლენდი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე კარიერის საქართველოში გაგრძელება. ვიმედოვნებ, გუნდსაც დავეხმარები და საკუთარ თამაშსაც ვიპოვნი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული