ევროპაზე საქართველოს მხოლოდ "არმია" წარმოადგენს

AutoSharing Option
ზედიზედ მეორედ ევროსარბიელზე საქართველოს სახელს "არმია" დაიცავს. ქვეყნის ჩემპიონი ევროჩელენჯში იასპარეზებს. შარშან ამ შეჯიბრებაში არმიელებთან ერთად "სოხუმი" ასპარეზობდა. წლეულს ევროპაში გასვლას "შსს აკადემია" და "ოლიმპიც" ფიქრობდნენ, მაგრამ საბოლოოდ ფიბა-ევროპაში მხოლოდ "არმიას" მონაწილეობის სურვილი დაფიქსირდა.

11 ივნისი იყო ბოლო ვადა, როცა საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ევროპის მმართველ ორგანიზაციაში ევროჩელენჯში მონაწილეობის მსურველი გუნდების ვინაობები უნდა გაეგზავნა. ასეთი მხოლოდ ერთი აღმოჩნდა.

18 ივნისს "არმიამ" ოფიციალურად უნდა წარადგინოს სამონაწილეო დოკუმენტაცია, წინასწარ შეიტანოს 5 ათასი ევრო, ხოლო დეპოზიტზე 20 ათასი ევრო უნდა ჰქონდეს.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი
ევროპული გუნდი მიიღებს ევროჩელენჯში მონაწილეობას, თუმცა, როგორც კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა გვითხრა, ჯგუფები შარშანდელისგან განსხვავებული სისტემით დაკომპლექტდება.

თუ გასულ სეზონში საკვალიფიკაციო მატჩებში გამარჯვებული ევროთასის ჯგუფში ჯდებოდა, ხოლო დამარცხებული - ევროჩელენჯში ინაცვლებდა, ამჯერად მსგავსი კვალიფიკაცია არ შედგება. ევროთასზე 32 გუნდი თავიდანვე ჯგუფებში განაწილდება.

რაც შეეხება ევროჩელენჯს, თუ ზუსტად 32 გუნდი შეიკრიბა, ისინიც ჯგუფებში დალაგდებიან; თუ 32-ზე მეტმა გამოთქვა თამაშის სურვილი, მაშინ დაბალი რეიტინგისანი საკვალიფიკაციოს ითამაშებენ.

ევროჩელენჯის წილისყრა 6 ივლისს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული