საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება: ნოდარ ქორქია, დავით გიორგობიანი, ლევან წულაია, ზაზა ღონღაძე, ალექსანდრე ფერიაშვილი, გია სანაძე, გიორგი ბერუაშვილი, დავით ჩიხლაძე და პაატა გურასპაული. ნაკრებს წვრთნის ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, რომელიც გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, მაგრამ აქილევსის მყესი დაუზიანდა და ოპერაცია დასჭირდა.
ნაკრების მზადებასთან დაკავშირებით ველაპარაკეთ პაატა გურასპაულს:
- ვცდილობდით ინტენსიურად გვევარჯიშა, მაგრამ ეს ვერ ხერხდებოდა, რაშიც ხელს ტრავმები
პაატა გურასპაულს საქართველოს ვეტერანთა ნაკრების მეტოქეებზეც ვკითხეთ.
- მოწინააღმდეგეთა შესახებ ბევრი არ ვიცით, თუმცა ის კი უნდა ითქვას, რომ ჩვენი ჯგუფის წარმომადგენელი იტალია შეჯიბრების ფავორიტია. იგი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. სხვათა შორის, იტალიაში სხვა შეჯიბრებების პარალელურად ვეტერანთა ჩემპიონატიც რეგულარულად იმართება. ლოგიკურია, რომ იტალიელებს ძლიერი გუნდი ეყოლებათ. თუმცა, ვეცდებით ყველასთან ღირსეულად ვითამაშოთ.
შეჯიბრება დღეს დაიწყება. მასში მონაწილე გუნდები სამ ჯგუფად არიან გაყოფილნი. თითოდან ორ-ორი საუკეთესო და ორი მესამეადგილოსანი საპლეიოფო წყვილებს შეადგენს.
ისღა დაგვრჩენია, საქართველოს ნაკრებს წარმატება ვუსურვოთ და მის გამოსვლას დაველოდოთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"