აღნიშნულ გამოცდებში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა არბიტრებმა - ირაკლი და დავით ბერიშვილებმა.
14 თებერვალს საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში მოსული წერილის თანახმად, ძმებმა ბერიშვილებმა წარმატებით გაიარეს გამოცდები და მათ ფიბა-სგან საერთაშორისო არბიტრის წოდება მიენიჭათ.
ამრიგად, საქართველოს უკვე 5 ფიბა-ს მსაჯი ჰყავს. პირველად ეს წოდება ზაზა მაჩალაძემ მიიღო, რის შემდეგაც ფიბა-ს მსაჯები დავით ბერეკაშვილი და მაკა კუპატაძე გახდნენ.
კალათბურთის ფედერაცია ულოცავს ირაკლი და დავით ბერიშვილებს ფიბა-ს არბიტრობას და წარმატებებს
www.gbf.ge