ფედერაციისა და კალათბურთის განვითარების კავშირის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

AutoSharing Option
ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი და თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტი პაატა გურასპაული ხელს მოაწერენ დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც განვითარების კავშირს შემდეგი უფლებამოსილება მიენიჭება:

კავშირის ორგანიზებით თბილისის მასშტაბით ჩატარდება ასაკობრივი - 18, 16, 14 და 13-წლამდელთა ჩემპიონატები.

ყველა ასაკში გამოვლინდება 8 საუკეთესო გუნდი, რომლებიც უკვე საქართველოს ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის ორგანიზებით ჩატარებული ჩემპიონატებიდან შეივსება ის 8-გუნდიანი კვოტა, რომელსაც კალათბურთის ფედერაცია საქართველოს ჩემპიონატისთვის თბილისს უწესებს.

თბილისის განვითარების კავშირი იმ ვეტერანი კალათბურთელების გაერთიანებაა, რომლებიც წლების მანძილზე თამაშობდნენ, შემდეგ კი საქმიანობდნენ ქართულ
კალათბურთში.

თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირში შემავალი წევრების პროფესიონალიზმი და მათ მიერ წარმოდგენილი ტურნირების ორგანიზების გეგმა მისაღები აღმოჩნდა კალათბურთის ფედერაციისთვის, რის შემდეგაც გადაწყდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.

სპორტკომპლექს "არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში 22 აპრილს აღნიშნული მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალი გაიმართა. მხარეებმა შემდეგი განცხადებები გააკეთეს:

ბესიკ ლიპარტელიანი, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი:

"თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

აღნიშნულ კავშირში ვეტერანი კალათბურთელები, გამოცდილი ადამია
ნები შედიან და ვფიქრობ, ისინი სწორედ ისე წარმართავენ საქმიანობას, რაც კალათბურთის სწორი მიმართულებით განვითარებას შეუწყობს ხელს.

განვითარების კავშირი თბილისის მასშტაბით საკალათბურთო პირველობის ჩატარებას უზრუნველყოფს, რის შედეგადაც შეირჩევა ის 8 გუნდი, რომელიც უკვე საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

კარგი იქნება, თუკი თბილისის მაგალითს სხვა რეგიონებიც მიმართავენ. ამ მიმართულებით უკვე მიმდინარეობს მუშაობა".


პაატა გურასპაული, თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტი:

"კალათბურთის განვითარება ბავშვთა სასკოლო ასაკიდან უნდა დაიწყოს. დაგეგმილი გვაქვს, ჩავატაროთ რაიონული, საქალაქო პირველობები სხვადასხვა ასაკში, ხოლო გამარჯვებულები უკვე საქართველოს ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს პირველობა სერიოზული ტურნირია და მასში მონაწილეობა რჩეულმა გუნდებმა უნდა მიიღონ.

თბილისში საკმაოდ ბევრი გუნდია. ასე არაა რეგიონებში, მაგრამ ვფიქრობ, ასეთივე პრინციპით უნდა მოხდეს ეროვნული ჩემპიონატებისთვის გუნდების შერჩევა".


gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებებს გისურვებთ..... :)
dato
14:58 23-04-2013
0

სიახლეები პოპულარული