8 მაისს გაზეთ "ლელოს" სტუმარი ვლადიმერ სტეფანია იქნება

AutoSharing Option
8 მაისს გაზეთ "ლელოს" სტუმარი ნბა-ში მოთამაშე პირველი ქართველი კალათბურთელი ვლადიმერ სტეფანია იქნება.

სტეფანია, რომელიც ამ დღეს იუბილარია - 8 მაისს მას 37 წელი შეუსრულდა, "მედიაპალიტრაში" 15:00 სთ-ზე მივა და ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხებს.

ვლადიმერ სტეფანიასთან ინტერვიუ 11 მაისს "ლელოში", რუბრიკით - "შაბათის სტუმარი" გამოქვეყნდება.

ვლადიმერ სტეფანია 1995 წლიდან იყო საქართველოს ნაკრების წევრი, თამაშობდა სლოვენიის "ოლიმპიაში" (1991-98), "სიეტლ სუპერსონიქსში" (1998-2000), "ნიუ ჯერზი ნეტსში" (2000-01), "მაიამი ჰიტში" (2001-03), "პორტლენდ თრეილ ბლეიზერსში" (2003-05).

ასევე იხილეთ:

ვლადიმერ სტეფანია: სლოვენია ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული