მათი თავმოყრის მიზანი ახალი ორგანიზაციის დაარსება იყო - საქართველოს კალათბურთის მწვრთნელთა ასოციაციის.
იგი მაისში დაფუძნდა, სპეციალისტები კი 7 აგვისტოს შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, რომ მომდევნო შეხვედრა უკვე ყრილობა იქნება, სადაც გამგეობასა და პრეზიდენტს აირჩევენ.
საქართველოს კალათბურთის მწვრთნელთა ასოციაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით თორთლაძემ ორგანიზაციის შექმნის საკითხებზე ილაპარაკა:
- საქართველოში სხვადასხვა კატეგორიის მწვრთნელია, საპატიო მწვრთნელი, ქალთა, ბავშვთა, სუპერლიგის... ფედერაციის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს მათ დაახლოებას, ერთმანეთთან ნაყოფიერი მუშაობით კი ბევრი პრობლემის გადაჭრა შეიძლება.
სამწვრთნელო და
დავით თორთლაძემ იქვე დასძინა:
- მწვრთნელთა ასოციაცია საქმის საკეთებლად დაფუძნდა, კალათბურთის ფედერაციის არჩევნებში ხმის უფლებას არ ითხოვს, რადგან ამის უფლება არა აქვს.
საქართველოს კანონმდებლობით ხმის უფლება ენიჭება იმ ორგანიზაციას, რომელიც წელიწადზე მეტხანს ფუნქციონირებს და შედეგიანი მუშაობით იმსახურებს არჩევნებში ხმის უფლებას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"