კალათბურთელმა ბავშვებმა, რომლებიც დარბაზში არ შეუშვეს, აქცია გამართეს

AutoSharing Option
1-ელ ოქტომბერს 122-ე საჯარო სკოლასთან კალათბურთელმა ბავშვებმა აქცია გამართეს.

მათ სასწავლებლის უფროსობა დარბაზში აღარ უშვებს, რის გამოც, როგორც გოგონათა, ასევე ვაჟთა გუნდები, ფაქტობრივად, დაშლის პირასაა. არადა, შესაბამის ასაკში არიან საქართველოს ჩემპიონებიც.

მაშინ, როდესაც კალათბურთის მასობრიობაზე ვლაპარაკობთ, სასაცილოა იმის მტკიცება, რომ ბავშვს ხელი მაქსიმალურად უნდა შეეწყოს, რაშიც უმთავრესად გადასახადი იგულისხმება.

დღეისათვის კი ბევრ სკოლაში დარბაზის ქირას არათუ სწავლის პერიოდში, არამედ ზაფხულის იმ თვეებშიც ახდევინებენ, როდესაც მუშაობა არ მიმდინარეობს. ხოლო, თუ მწვრთნელს დარბაზის ქირა ექნება გადასახდელი, კალათბურთზე სიარულისთვის ბავშვის გადასახადიც მოიმატებს.

თუ
ასე გაგრძელდა, კალათბურთის მასობრიობაზე, შესაბამისად, სხვადასხვა ასაკის ნაკრების სრულფასოვან შევსებაზე ოცნებაც ზედმეტი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული