სუპერლიგას დაემშვიდობა სამი სტუდენტური გუნდი; აღდგა "მაქაბი"; წლების განმავლობაში დამკვიდრებულ ტრადიციას, სამწუხაროდ, ვერც მოქმედი ჩემპიონი, "შსს აკადემია" ასცდა - მნიშვნელოვნად შესუსტდა და დუდუ დადიანის მემორიალზე პირველობისთვის ბრძოლას მეორე ტურიდანვე გამოეთიშა.
"აკადემიკოსები" ერთ ჯგუფში მოხვდნენ "ქუთაისთან" და "სოხუმთან". კანონზომიერებად უნდა მივიჩნიოთ, რომ ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ფინალის საგზური "სოხუმმა" გაინაღდა - ამ გუნდმა შარშანდელი შემადგენლობიდან ძირითადი ბირთვიც შეინარჩუნა და ორი უცხოელითაც გაძლიერდა.
მეორე ჯგუფში ნახევარფინალის ტოლფასი თამაში 7 ოქტომბერს გაიმართება:
A ჯგუფი
5 ოქტომბერი. თბილისი, აკადემიას დარბაზი
შსს აკადემია-სოხუმი 69:84
18:15, 13:25, 17:24, 21:20
შსს აკადემია: ქიტოშვილი, ლაფანაშვილი (3ქ), ბოქოლიშვილი (8ქ, 4პ), ლონდარიძე (9ქ, 12მ), კვანტალიანი (3ქ), მირზიაშვილი (1ქ), ლოლიშვილი (2ქ), ლომოური (12ქ), გელაზონია (3ქ, 5მ), როგავა (25ქ), ტომრაძე, ლორთქიფანიძე (3ქ).
სოხუმი: მეტრეველი (14ქ), ივანიჩი, გოლეთიანი, ჩლაიძე (20ქ), კოპალიანი, შვანგირაძე (13ქ, 4პ), გაბისონია (2ქ), ბააკაშვილი (2ქ), ქადარია (16ქ, 11მ), დეკანოიძე (5მ), ბექაური (6ქ, 9მ), ჯექსონი (11ქ, 7პ).
სოხუმელებმა 11 სამქულიანი ჩააგდეს, ვახტანგ ქადარიას მოხსნების წყალობით მეტოქეს ფარქვეშაც აჯობეს. ასე რომ, ვაჟა კვარაცხელიას შეგირდებმა მეტოქეს არაერთ კომპონენტში აჯობეს.
სამქულიანები შემთხვევით არ გვიხსენებია: "სოხუმს" 11 შორეული ტყორცნის რეალიზებისთვის 20 მცდელობაც ეყო. მოვლენებს გავუსწრებთ და იმასაც დავწერთ, რომ ისინი არც მეორე მატჩში ჩამოსცდნენ 10-იან ნიშნულს - სწორედ 10 სამიანი გამოიყენეს.
6 ოქტომბერი
ქუთაისი-სოხუმი 78:80
20:20, 20:23, 20:22, 18:15
ქუთაისი: ფაშაევი (3ქ, 6პ), გრძელიძე (5ქ, 3პ), დიდია (6ქ, 3პ), ცეკვავა (8ქ, 7პ), ცირეკიძე (5ქ), დ. ბარბაქაძე (13ქ), ლომინაშვილი (10ქ, 5მ), გ. ბარბაქაძე (10ქ), დვალიშვილი (16ქ), ქორიძე (2ქ).
სოხუმი: მეტრეველი (15ქ, 13მ), ივანიჩი (2ქ, 3პ), ჩლაიძე (19ქ), შვანგირაძე (12ქ, 7მ), ბააკაშვილი (2ქ), ქადარია (11ქ, 7მ), ბექაური (3ქ, 3დ), ჯექსონი (16ქ, 6პ).
გასულ სეზონში "ქუთაისში" რიჩარდ მათიაშვილი თამაშობდა. იგი ნომინალური ცენტრია. რიჩო ფორვარდ-ცენტრმა აკაკი დვალიშვილმა შეცვალა. მწვრთნელმა მალხაზ კოხრეიძემ ავთო ლომინაშვილიც საკმარისად ათამაშა და "ქუთაისმა" სამწამიანი ზონიდან ჩაგდებული ქულებით "სოხუმს" აჯობა კიდეც - 32:22.
თუმცა თეთრ-ლურჯებს გასული სეზონის შემდეგ წინა ხაზში ორი ღირებული შენამატი ჰყავთ - ნიკა მეტრეველი და ბექა ბექაური.
მათ დავუმატოთ ვახტანგ ქადარია და შეგვეძლება იმის მტკიცება, რომ "სოხუმი" სადღეისოდ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო წინა ხაზის მყოლი გუნდია.
იგივეს თქმა შეიძლება უკანა ხაზზე. თუნდაც მხოლოდ "ქუთაისთან" თამაშით განვსაჯოთ: ჯექსონმა 16 ქულა და 6 პასი შეასრულა, შვანგირაძემ 7-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო ჩლაიძემ 19 ქულას მოუყარა თავი.
ბოლო წამებზე ქუთათურებს თამაშის გადარჩენის შანსიც ჰქონდათ: სოხუმელთა აცილებული ბურთის შემდეგ შეტევისთვის 5 წამი რჩებოდათ, მაგრამ ნიკა მეტრეველმა ბურთი ჩაჭრა და "სოხუმიც" ფინალში გავიდა.
ა გ თ მ წ სხ ქ
1. სოხუმი 2 2 0 164:144 4
2. ქუთაისი 1 0 1 78:80 1
3. შსს აკადემია 1 0 1 69:84 1
B ჯგუფი
5 ოქტომბერი. თბილისი, აკადემიას დარბაზი
ოლიმპი-რუსთავი 76:53
19:9, 19:13, 11:19, 27:12
ოლიმპი: გულისაბედაშვილი (7ქ), მიქელაძე (19ქ), თავართქილაძე, გოგოძე (6ქ), ხანიაშვილი, თენიეშვილი (5ქ), ათანელიშვილი (7ქ, 5მ), ფხაკაძე (8ქ, 5მ), მათიაშვილი (8ქ, 11მ, 4პ), ხიზანიშვილი (2ქ), ლომიძე, ფარღალავა (14ქ, 3ჩ).
რუსთავი: მაჭავარიანი (12ქ), გ. არაბული (3ქ), არწივიძე (9ქ), ხმელიძე (4ქ, 5მ), აბაიშვილი (12ქ), ჩაჩანიძე (3ქ), ალხანაიძე (9ქ, 10მ), ყველაშვილი (1ქ), ჯ. არაბული, გუგავა, გაგნიძე.
მესამე პერიოდში რუსთაველებმა 9:0 გაქცევა მოაწყვეს და ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანეს. ქვემოქართლელ გულშემატკივარს გაუჩნდა თამაშის შემოტრიალების იმედი, მაგრამ სწორედ ამ ეპიზოდს მოჰყვა "ოლიმპის" სპურტი - 14:0. ყველაფერი აქ დასრულდა.
"ოლიმპი" ახალი, ყვითელ-იისფერი ფორმით თამაშობდა, რომელიც დაკვირვებულმა გულშემატკივრებმა "ლეიკერსის" ფორმას მიამსგავსეს. "რუსთავი" კი შავ-თეთრი ფორმით წარსდგა მაყურებლის წინაშე და გულზე გუნდის სახელი რომ არ წერებოდა, იტყოდით, "ლეიკერსი" "სან ანტონიოს" ეთამაშებაო.
6 ოქტომბერი
არმია-რუსთავი 63:59
23:10, 13:15, 19:16, 8:18
არმია: ბაბუნაშვილი (2ქ), ბაბიაშვილი (15ქ), ბოისა (8ქ, 5მ), ბერიშვილი (2ქ), კვიმსაძე (1ქ, 3პ), ჯგერენაია (15ქ, 6მ), წივწივაძე (7ქ, 5პ), ტუჯანი (2ქ), შარაბიძე (11ქ, 10მ), ჩაჩიბაია, კეიდია.
რუსთავი: მაჭავარიანი (4ქ), არწივიძე (5ქ), ხმელიძე (5ქ, 7მ, 3პ), აბაიშვილი (12ქ, 6მ), ჩაჩანიძე (12ქ), ალხანაიძე (8ქ), ყველაშვილი (1ქ), გუგავა (12ქ 8მ).
"რუსთავმა" ბრძოლისუნარიანობა მეორე მატჩშიც გამოამჟღავნა: სოლიდური ჩამორჩენა ბოლო პერიოდში აღმოფხვრა და საფინალო სირენამდე 29 წამით ადრე დაწინაურების შანსიც მიეცა, მაგრამ გარბენის გამო მსაჯებმა ბურთი "არმიას" კალათბურთელებს გადასცეს.
გადამწყვეტი არმიელი ბექა წივწივაძის წამოწყებული იერიში გამოდგა, რომლის დროსაც ფარიდან ასხლეტილი ბურთი გიორგი ჯგერენაიამ მოხსნა, კალათში ჩააბრუნა და თან მეტოქეს წესების დარღვევა აიძულა. "არმია" ამ ეპიზოდის შემდეგ 63:59 დაწინაურდა და "რუსთავს" სიტუაციის გამოსწორების შანსი აღარ დარჩა.
ა გ თ მ წ სხ ქ
1. ოლიმპი 1 1 0 76:53 2
2. არმია 1 1 0 63:59 2
3. რუსთავი 1 1 0 112:139 2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"