საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მიხეილ გაბრიჩიძე აირჩიეს.

გაბრიჩიძეს კალათბურთის ფედერაციის ყრილობის 29 დელეგატმა მისცა ხმა. სულ არჩევნებში 40 დელეგატიდან 32 მონაწილეობდა.

გაბრიჩიძე აღნიშნულ თანამდებობაზე ბესიკ ლიპარტელიანს შეცვლის. მიხეილ გაბრიჩიძე კალათბურთის ფედერაციას 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ამასთან, დღეს, პროტესტის ნიშნად, კანდიდატურა მოხსნა მიხეილ ახვლედიანმა, ხოლო კახა შენგელიამ და ვლადიმერ ბოისამ - გაბრიჩიძის სასარგებლოდ.

წყარო: interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
გილოცავ მიშა. ძალიან მაგარი ადამიანია და დარწმუნებული ვარ ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს. გაიხარე!
სტუმარი
11:18 12-12-2013
0
დემოკრატიული არჩევნების დეფიციტი სულ იქნება საქართველოში...
ninia
17:03 11-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული