ირაკლი ჩლაიძე "ვითაში" გადავიდა

AutoSharing Option
როგორც საკალათბურთო კლუბ "ვითას" პრესცენტრიდან გვაცნობეს, უკანახაზელი ირაკლი ჩლაიძე სეზონის ბოლომდე ახალ გუნდში ითამაშებს.

ბოლო წლებში ჩლაიძე სუპერლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ირაკლიმ კარიერა "მაქაბიში" დაიწყო და 2008/2009 წლების რეგულარულში საშუალოდ 4.2 ქულა დააგროვა. შემდეგ კარიერა "სოხუმში" განაგრძო, სადაც პირველი წარმატებული სეზონი 2012/2013 წლებში ჰქონდა - საშუალოდ 18 ქულა, 2.9 მოხსნა, 2.8 პასი.

2013/2014 - 19.3 ქულა, 3.2 მოხსნა, 3.1 პასი. 2014/2015 - 18.4 ქულა, 4.2 მოხსნა, 2.5 პასი.

ამჟამად ირაკლის მიკროტრავმა აქვს, თუმცა ექიმები გვაიმედებენ, რომ სეზონის დასაწყისისთვის მზად უნდა
იყოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული