თორნიკე შენგელია: თვალს ვეღარ დავხუჭავ - ეს არის უპატივცემულობა კალათბურთის მიმართ...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ესპანური "ლაბორალ კუჩას" მოთამაშე თორნიკე შენგელია კალათბურთის ფედერაციაში 3 თვის წინ მომხდარ სკანდალს "ფეისბუქზე" კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

- მიხეილ გაბრიჩიძე: სინამდვილეში მათ ფედერაციის სათავეში მოსვლა სურთ
- კახა შენგელია: კალათბურთის ფედერაცია 6,5 მლნ ლარს არამიზნობრივად ხარჯავს!

"მოგესალმებით. შეგნებულად გაკეთებული დიდ-ხნიანი პაუზის შემდეგ, მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო და ხაზი გავუსვა ჩემს პოზიციას მამაჩემ კახა შენგელიასა და კალათბურთის ფედერაციას შორის მომხდართან დაკავშირებით. მეც და მამაჩემმაც შეგნებულად შევიკავეთ თავი, რომ გაგვეკეთებინა ნებისმიერი სახის განცხადება ამ პერიოდში, რადგან არ გვინდოდა ეს
1%ით მაინც შეხებოდა უარყოფითად საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს და ოდნავ მაინც ხელი შეეშალა ჩვენი გუნდის მიზნის მისაღწევად!

კალათბურთის ფედერაციის მიერ უსამართლო ქმედებების გამო, კალათბურთის და კახა შენგელიას მიმართ, მე თვალს ვეღარ დავხუჭავ და ვიტყვი, იმას რომ ეს არის უპატივცემულობა კალათბურთის მიმართ და ცილისწამება კახა შენგელიას მიმართ, რაც მათ გააკეთეს.

ძალიან დიდი იმედი მაქვს და მჯერა, რომ მალე ყველაფერს ფარდა აეხდება და სიმართლე გაიმარჯვებს, სიმართლე, რომელიც ჭირდება საქართველოს საკალათბურთო საზოგადოებას და საქართველოს!", - წერს შენგელია.
მკითხველის კომენტარები / 36 /
მე ვიცი მანდ რაც მოხდა მაგრამ არ გეტყვით
nika
23 სექტემბერი 2016 14:25
0
ამას აღარ უნდა ბევრი ლაილაი ფედერაციამ პასუხი უნდა აგოს ყველაფერი გარკვევით წერია შავი თეთრზე
თედო
23 სექტემბერი 2016 13:34
0
ამ ხალხის ვერ გამიგია. რაღაც ორ თამაშს ითამაშებენ, ჰიმნის დაკვრისას გულზე ხელს მიიდებენ და პრეტენზიები უჩნდებათ. ეს ყველა სპორტის სახეობას ეხება. შიდა საქმე რომ გარეთ არ უნდა გაიტანო, მით უმეტეს ცოლ-შვილი არ უნდა არ ალაპარაკო საჯაროდ, ეს უმარტივესია და საბავშვო ბაღიდან უნდა იცოდე. სხვა შემთხვევაში, სხვა სახელი ქვია. მოკლედ, შეგეშალათ და როგორც ჩანს უკან ვეღარ იხევთ. ისე, კალათბურთზე დახარჯულ ფულს რომ დასდევთ, იქ საქმეც კეთდება და ფაქტი სახეზეა. იქნებ გაცილებით მსხვილი პრგანიზაციებიდან დაგეწყოთ, სადაც ათჯერ და ასჯერ მეტი თანხებია გაცემული და შედეგი ნულია.
ესპანურ კლუბთან ფედერაციის მიერ გაფორმებული კონტრაქტის პირობები "არ მოწონს" თურმე შენგელიას და ამას იდებს საბაბად, უცხოეთში რატომ ვაგზავნით, ფული აქ დაიხარჯოსო:) ისე, "შოთა გუგეშაშვილი"-ს კომენტარს ვეთანხმები. ესპანეთში ნავარჯიშები ბავშვი ნამდვილად ჯობია საქართველოში ნავარჯიშებს, ნებისმიერი მიზეზით.
მოკლედ, ის საქმე აკეთეთ, რაც იცით და სხვის საქმეში ნუ ყოფტ ცხვირს. ადრე დაბერდებით და ნერვებს დაიწყვეტთ.
ზურა
23 სექტემბერი 2016 13:01
0
თოკა ძაან ბევრს ლაპარაკობს და კარგი იქნება თუ ფარჩაკ გუნდთან ჩაგდებული ქულები თავშ არ აუვარდება.
123
23 სექტემბერი 2016 12:41
0
აბა ტყუილად კიარ იჯდა თამაშზე მამამისი ხაინდრავას გვერდით. ზურგი აქვს და თვითონაც ხომ უნდა ჭამოს.
123
23 სექტემბერი 2016 12:40
0
ეს რა თაღლითობაა ფედერაციაში ამ ბიუჯეტის ფულებს როგორც უნდათ ისე ტრიალებენ აქეთ იქით ხალხო გონს მოვიდეთ გვეყოს სირაქლემას როლში ყოფნა თითეული ჩვენთაგანის ნაშრომ ნაწვალები ფულია ბიუჯეტში და მაგათმა უნდა ჭამონ? უკვე მეტს აღარ მოვითმენთ დასაჭერია ყველა ამ ფულის მხარჯველი. გამწარებული დედა რა შრომა ჭირდება რომ შვილი ატაროს კალათბურთზე სირცხვილი თკვენ ყველას
მარი
23 სექტემბერი 2016 12:27
0
სიმართლეს გეტჯვით ორივე მოსაშორებელია ფედერაციიდან და მთლიანად ფედერაცია ბავშვების სახელით ყველა ფულს აკეთებს გაბრიჩიძე დასაჭერია ნამდვილად მოტეხილი აქვს ფული ხოლო კახა შენგელია ცაიხედოს გულში და გაისენოს რამდენი ბავშვი ჩააჩოჩა,თავისი ხალხისთვის გაეხსნა გზა. ასაკობრივი ნაკრების მწრთვნელები გასაგდებია.
martaladze
23 სექტემბერი 2016 11:45
0
არა ბიჭო ფაჩულიაა კარგი კაცი,
მის დარბაზში 120 ლარი რომ ღირს ვარჯიში,ამ გაჭირვებულ ქვეყანაში.მხოლოდ ფულიანი,დედიკოს ბიჭები რომ ივარჯიშებენ.აი მაშინ კი აშენდეა კალათბურთი საქართველოში...
patrioti
23 სექტემბერი 2016 11:34
0
სასაცილოა სატირელი რომ არ იყოს როგორ მეცოდებიტ ყველა ამ კომენტარების დამწერი ზალიან შეშინებულები ჩანხარტ ხელწერაზე ეტყობა ფედერაციას.კახას ავრორიტეტზე რომ ლაპარაკობ აი მანდ შეცდი უკვე ტან მაგრად კახას ტუ არა აკვს ავტორიტეტი და კაცობა აბა შენ გაკვს?მთელი მსოფლიო იცნობს კახა შენგელიას როგორც მაგარ კაცს და მაგარ კალათბურთელს.შენ აბა ვინ ხარ გამოიცანი.და ერთიც თოკო სად ჩაერევა სად რას დაწერს ეგ თკვენი გასარჩევი არ არის თოკოს ნახევრის ნახევრის კაცობა რომ გქონდეთ რომელიმეს რაღა გიჭირთ
შაკო
23 სექტემბერი 2016 11:27
0
თუ ფედერაცია იხდის ამ ბავშვების წასვლაში ფულს, მაშინ მშობლებს რაში ახდევინებენ ათასებს? ჟულიკობა რო ხდება მანდ ნაღდია და სანამ ფეხბურთივით წაილეკა მაქაურობაც მოსათოკია ვიღაც-ვიღაცეების მადა
vakho
23 სექტემბერი 2016 10:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული