თორნიკე შენგელია: თვალს ვეღარ დავხუჭავ - ეს არის უპატივცემულობა კალათბურთის მიმართ...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ესპანური "ლაბორალ კუჩას" მოთამაშე თორნიკე შენგელია კალათბურთის ფედერაციაში 3 თვის წინ მომხდარ სკანდალს "ფეისბუქზე" კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

- მიხეილ გაბრიჩიძე: სინამდვილეში მათ ფედერაციის სათავეში მოსვლა სურთ
- კახა შენგელია: კალათბურთის ფედერაცია 6,5 მლნ ლარს არამიზნობრივად ხარჯავს!

"მოგესალმებით. შეგნებულად გაკეთებული დიდ-ხნიანი პაუზის შემდეგ, მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო და ხაზი გავუსვა ჩემს პოზიციას მამაჩემ კახა შენგელიასა და კალათბურთის ფედერაციას შორის მომხდართან დაკავშირებით. მეც და მამაჩემმაც შეგნებულად შევიკავეთ თავი, რომ გაგვეკეთებინა ნებისმიერი სახის განცხადება ამ პერიოდში, რადგან არ გვინდოდა ეს
1%ით მაინც შეხებოდა უარყოფითად საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს და ოდნავ მაინც ხელი შეეშალა ჩვენი გუნდის მიზნის მისაღწევად!

კალათბურთის ფედერაციის მიერ უსამართლო ქმედებების გამო, კალათბურთის და კახა შენგელიას მიმართ, მე თვალს ვეღარ დავხუჭავ და ვიტყვი, იმას რომ ეს არის უპატივცემულობა კალათბურთის მიმართ და ცილისწამება კახა შენგელიას მიმართ, რაც მათ გააკეთეს.

ძალიან დიდი იმედი მაქვს და მჯერა, რომ მალე ყველაფერს ფარდა აეხდება და სიმართლე გაიმარჯვებს, სიმართლე, რომელიც ჭირდება საქართველოს საკალათბურთო საზოგადოებას და საქართველოს!", - წერს შენგელია.
მკითხველის კომენტარები / 36 /
თორნიკე შენგელიას დეპუტატობა ხომ არ უნდა? რა განცხადებებს აკეთებს. მამამისი "ნაციონალებთან" რომ იყო ჩახუტებული (ახლაც არა ერთ "ნაციონალთან" მეგობრობს), ის დაავიწყდათ?! რომელი პარტიიდან იყრის ნეტა კენჭს. სასაცილო ქვეყანაა, სასაცილო ხალხით. რაღაც ერთი-ორი თამაში მოიგეთ და უკვე ამბიციები გაქვთ. თუ რამე შეგიძლიათ, ევროპაზე აჩვენეთ. ისე, ის დიქსონი მართლა კარგი გამოდგა.
.
22 სექტემბერი 2016 22:30
0
მილიონების სასჰოვნელად ვინც მოდის სპორტსჰი ყველა დასაჰერია.გიო ტუ ხარ პატრიოტი უფასო სკოლა გახსენიტ და დაგაფასებტ ხალხი,
ბაჯო
22 სექტემბერი 2016 22:04
0
აუფ, ახალი გასართობი არჩევნების წინ. წადი ბიძიკო, ითამაშე. კი ვიცი, ვინვ მფარველობს შენგელიას, მაგრამ ჯერ არ ვიტყვი. პრინციპში რა არის დასამალი. სხვა სპორტის სახეობაშიც აამღვრია წაყალი და გააფუჭა ყველაფერი.
2015
22 სექტემბერი 2016 21:42
0
კახა შენგელიაზე ის ვიცი, ვერის დარბაზის საკუთრებაში გადაცემას რომ ითხოვდა და ამისთვის ყოფილი დირექტორი დააჭერინა. თქვეს, მანამდე დიდუბის დარბაზი უნდოდა, ფაჩულიას რომ გადაცეს. მოკლედ, არ არის სუფთა კაცი. თორნიკე რაღას ჩაითრია.
ლაშა
22 სექტემბერი 2016 20:50
0
იმაზე რატო არ თქვა არაფერი თავის დროზე როგორ მოვიდა კახა შენგელია და გაბრიჭიძე ფედერაციის სათავეში?? როგორი არჩევნები ჩატარდა მაგაზე ხმას რატო არ იღებდა?
aa
22 სექტემბერი 2016 20:26
0
რა ხდება, კახა შენგელიას მოუნდა ფედერაციის პრეზიდენტობა? წიგნი მაინც ქონდეს წაკითხული. ძლივს დაეწყო ყველაფერი, ყველაზე წარმატებული სახეობაა. ახლა აწყობილზე მოუნდა მოჯდომა. ვინ აქეზებს ნეტა. მოკლედ, ყველაფრის არევა სურთ!!! დაანებეთ თავი სპორტს. თორნიკემ კიდევ, ითამაშოს, თუ შეუძლია და ნუ იბოღმება, მის გარეშე რომ უკეთესად ითამაშეს ბიჭებმა.
გიო
22 სექტემბერი 2016 20:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული