არმია-ანტვერპენი 52:54 (III მეოთხედი)

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონი "არმია" ევროჩელენჯის ჯგუფურ ეტაპზე მეორე შეხვედრას მართავს - "სპორტის სასახლეში" ბელგიურ "ანტვერპენ ჯაიანთსს" უპირისპირდება და ბოლო მეოთხედის წინ 52:54 მარცხდება.

პირველი მეოთხედი, რომელიც საკმაოდ მაღალ ტემპში წარიმართა, კოტე ტუღუშის გუნდმა 16:15 მოიგო. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა წინ გასვლა მხოლოდ მეოთხედის ბოლო წამებზე შეძლეს.

არმიელებმა დიდ შესვენებამდე უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს და ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს, რაც ლეგიონერების კურტის მილეიჯისა (14) და ლემეინ უილსონის (10) შედეგიანმა თამაშმა განაპირობა - 38:34.

დიდი შესვენების შემდეგ ბელგიელები გააქტიურდნენ და მესამე პერიოდში ანგარიშში
გაქცევა შეძლეს, უილსონმა და ლაშა ფარღალავამ 43:50-ზე ზედიზედ ჩაყარეს სამქულიანები და სხვაობა ქულადმე დაიყვანეს, თუმცა ამის შემდეგ "არმიამ" მეტი ვერაფერი გააწყო და ბოლო მეოთხედის წინ ანგარიში სტუმართა სასარგებლოდ 54:52 დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ "არმია" პირველ ტურში ისრაელში გასვლით შეხვედრაში 69:84 დამარცხდა ჰოლონის "ჰაპოელთან", ხოლო "ანტვერპენმა" შინ 72:83 წააგო გერმანულ "ტელეკომთან".

შედეგად, ორივე გუნდს გამარჯვება სჭირდება.

ასევე იხილეთ:
არმია-ანტვერპენი 38:34 (II მეოთხედი)
არმია-ანტვერპენი 16:15 (I მეოთხედი)
არმია VS ანტვერპენი - შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი მატჩი!
ჰაპოელ ჰოლონი-არმია 84:69 - ევროპა საქართველოსთვის ცუდად დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული