კალათბურთის საუნივერსიტეტო ლიგის გათამაშება სტუ-მ მოიგო

AutoSharing Option
28 დეკემბერს კალათბურთის აკადემიის სპორტდარბაზში საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებული კალათბურთის საუნივერსიტეტო ლიგის გათამაშება დასრულდა, რომლის გენერალური სპონსორი კომპანია "ბილაინი" იყო.

ტურნირის გამარჯვებული სტუ გახდა, ვინც ფინალურ შეხვედრაში თსუ-ს 83:59 მოუგო. მესამე ადგილისთვის მატჩში სამედიცინო უნივერსიტეტმა სეუ 75:71 დაამარცხა. შეჯიბრების დასრულების შემდეგ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ სეუ-ს კალათბურთელი გურამ პატარაია დაასახელეს.

ტურნირში სულ 10 უმაღლესი სასწავლებლის გუნდი მონაწილეობდა, წრიული სისტემით ჩატარებული მატჩების შემდეგ კი 8 საუკეთესო გუნდი გამოვლინდა, რომლებმაც ჩემპიონობისთვის ბრძოლა მეოთხედფინალებიდან გააგრძელეს და ჩემპიონ-პრიზიორების ვინაობაც გამოავლინეს.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული