Tbilisi Open 3x3 2013 ფიბა-მ ოფიციალურ კალენდარში შეიტანა

AutoSharing Option
Tbilisi Open 3x3 2013 ფიბა-მ თავის ოფიციალური ღონისძიებების კალენდარში შეიტანა. ეს უპრეცედენტო მოვლენა:

აქამდე ქუჩის კალათბურთში საქართველოში ფიბა-ს ეგიდით არც ერთი ტურნირი არ გამართულა.

ტელევიზიის "პირველი არხისა" და კალათბურთის ფედერაციის მიერ დაგეგმილი საერთაშორისო ტურნირი Tbilisi Open 3x3 2013 პირველია, რომელიც მსოფლიოს კალათბურთის ფედერაციაშია რეგისტრირებული.

Sportall.Geთბილისი Tbilisi Open 3x3 2013-ში მონაწილეთა რეგისტრაცია 14 ივნისიდან დაიწყო. მონაწილეობის მსურველებს საშუალება აქვთ, დარეგისტრირდნენ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის (www.gbf.ge), სუპერლიგის (www.superleague.ge) და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" (www.1tv.ge) ვებ-გვერდებთან.

3/3-ზე კალათბურთში თბილისის საერთაშორისო ტურნირზე მთავარი პრიზი სლოვენიაში გასამართ ევროპის
საკალათბურთო ჩემპიონატზე დასასწრები 4 საგზური იქნება, რომელსაც გამარჯვებული გუნდი მიიღებს. ამის გარდა, პრიზიორთათვის და გამორჩეული მოთამაშეებისთვის დაწესებული იქნება სხვადასხვა ფასიანი პრიზი.

თბილისი Tbilisi Open 3x3 2013-ში მონაწილეობა არ შეეძლებათ საქართველოს სუპერლიგისა და უცხოეთის უმაღლეს ლიგებში მოთამაშე კალათბურთელებს. ტურნირზე დაწესებულია ასაკობრივი ცენზი 16 წლამდე მოთამაშეებისთვის.

- 1 ივლისს გაიმართება სემინარი, სადაც ორგანიზატორები მონაწილეებს 3x3-ზეკალათბურთის წესებს გააცნობენ.

- 3 ივლისს დასრულდება მონაწილეთა განაცხადების მიღება.

- 4 ივლისს შედგება Tbilisi Open 3x3 2013-ის კენჭისყრა.

superleague.ge

ასევე იხილეთ:
6-7 ივლისს საერთაშორისო ტურნირი "Tbilisi Open 3x3'' გაიმართება
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული