აქამდე ქუჩის კალათბურთში საქართველოში ფიბა-ს ეგიდით არც ერთი ტურნირი არ გამართულა.
ტელევიზიის "პირველი არხისა" და კალათბურთის ფედერაციის მიერ დაგეგმილი საერთაშორისო ტურნირი Tbilisi Open 3x3 2013 პირველია, რომელიც მსოფლიოს კალათბურთის ფედერაციაშია რეგისტრირებული.
თბილისი Tbilisi Open 3x3 2013-ში მონაწილეთა რეგისტრაცია 14 ივნისიდან დაიწყო. მონაწილეობის მსურველებს საშუალება აქვთ, დარეგისტრირდნენ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის (www.gbf.ge), სუპერლიგის (www.superleague.ge) და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" (www.1tv.ge) ვებ-გვერდებთან.
3/3-ზე კალათბურთში თბილისის საერთაშორისო ტურნირზე მთავარი პრიზი სლოვენიაში გასამართ ევროპის
თბილისი Tbilisi Open 3x3 2013-ში მონაწილეობა არ შეეძლებათ საქართველოს სუპერლიგისა და უცხოეთის უმაღლეს ლიგებში მოთამაშე კალათბურთელებს. ტურნირზე დაწესებულია ასაკობრივი ცენზი 16 წლამდე მოთამაშეებისთვის.
- 1 ივლისს გაიმართება სემინარი, სადაც ორგანიზატორები მონაწილეებს 3x3-ზეკალათბურთის წესებს გააცნობენ.
- 3 ივლისს დასრულდება მონაწილეთა განაცხადების მიღება.
- 4 ივლისს შედგება Tbilisi Open 3x3 2013-ის კენჭისყრა.
superleague.ge
ასევე იხილეთ:
6-7 ივლისს საერთაშორისო ტურნირი "Tbilisi Open 3x3'' გაიმართება