თბილისის "ვითა" გაერთიანებულ ВТБ ლიგაში ითამაშებს

AutoSharing Option
გაერთიანებული ВТБ ლიგის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ ქართული საკალათბურთო კლუბი "ვითა" ამ ტურნირში ითამაშებს. ეს გადაწყვეტილება გაერთიანებული ლიგის საბჭოზე ერთხმად დამტკიცდა.

"ვითა" ლიგაში "კრასნიე კრილიას" შეცვლის, სულ კი ტურნირზე 16 კლუბი ითამაშებს. მათგან დებიუტანტი მხოლოდ "ვითაა".

გაერთიანებულ ლიგაში 9 რუსული კლუბია, თითო - ყაზახური, ფინური, ლატვიური, ესტონური, ჩეხური, ბელარუსული და ქართული.

ლიგა სტარტს ოქტომბერში აიღებს, რეგულარული სეზონის 8 საუკეთესო გუნდი პლეი ოფში ითამაშებს მაისიდან ივნისამდე.

აღსანიშნავია, რომ "ვითას" გამო უარი უთხრეს მოსკოვის "დინამოს".
მკითხველის კომენტარები / 5 /
კარგი ამბავია ! წარმატება ვითას !
dave
09:16 20-07-2015
0
joba
კი, როგორც ფორუმზე წერენ, პლეი-ოფებამდე მინიმუმ 15 თამაში იქნება თბილისში
blah
22:42 19-07-2015
0

სიახლეები პოპულარული