თბილისის "ვითას" ღირსებას ამერიკელი ომარ ტომასი დაიცავს

AutoSharing Option
საკალათბურთო კლუბ "ვითას" ბოლო დროს სამი ამერიკელი კალათბურთელი გამოაკლდა. გუშინ კი მივიღეთ ინფორმაცია, რომ ვითელები ახალი უცხოელით გაძლიერდნენ - გუნდის ღირსებას ამერიკელი ომარ ტომასი დაიცავს.

იგი ქართულ კლუბში მექსიკის ლიგის საშუალო დონის გუნდიდან, "ვერაკრუზიდან" გადმოვიდა.

ტომასს აქამდე ბევრისთვის მიუღწევია, 2010-11 წლების სეზონში იტალიის უმაღლესი ლიგის MVP-ის ტიტული მოიპოვა, ასევე იყო სერბეთის ჩემპიონატის ფინალური სერიის საუკეთესო კალათბურთელი (2012 წელს). ამავე წელს იგი სერბეთის ლიგის სნაიპერი გახდა.

"ვითას" უახლოესი მატჩი ვითიბი ლიგაში 3 იანვარს, რუსულ "ავტოდორთან" ელის.

დოსიე
ომარ ტომასი
დაიბადა: 1982
წ.
პოზიცია: მსროლელი, მსუბუქი ფორვარდი
ეროვნება: აშშ
სიმაღლე: 1.96 სმ
წონა: 105 კგ
2005 წელს წარდგენილი იყო NBA-ს დრაფტზე.
2005-06 ტაიგერსი (აშშ)
2006 ოსტინი (აშშ)
2006 დეპორტივო ნაკო (დომინიკის რესპ.)
2006-08 რიმინი (იტალია)
2008 პო ორტეზი (საფრანგეთი)
2008-09 რიეტი (იტალია)
2009-10 ბრინდისი (იტალია)
2010-11 აველინო (იტალია)
2011-12 ცრვენა ზვეზდა (სერბეთი)
2012-13 კრასნიე კრილია (რუსეთი)
2013-14 დინამო სასარი (იტალია)
2014-15 ფერენტინო (იტალია)
2015 ვერაკრუზი (მექსიკა)
2015-16 ვითა (თბილისი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გინესის რეკორდის წიგნში შეიყვანენ, ამდენი კალათბურთელი მემგონი ისტორიაში არ გამოუცვლია არც1 გუნდს 1 სეზონში :D :D :D :D :D :D :D :D :D
giga
12:50 24-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული