თბილისის "ვითა" რიგაში 40-ქულიანი სხვაობით დამარცხდა

AutoSharing Option
თბილისის საკალათბურთო კლუბმა "ვითამ" ვითიბი ლიგაში მორიგი შეხვედრა სტუმრად ლატვიაში, ამ ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონ "ვეფ რიგასთან" ჩაატარა და 40-ქულიანი სხვაობით, 59:99 დამარცხდა.

თბილისელებმა პირველივე მეოთხედი 12-ქულიანი სხვაობით დათმეს, შემდეგ კი რიგის გუნდი მხოლოდ სხვაობას ზრდიდა.

ეს "ვითას" 26-ე მატჩი იყო ვითიბი ლიგის მიმდინარე რეგულარულ სეზონში. სამწუხაროდ, თბილისურ კლუბს მოგება არ აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილს იკავებს.

მომდევნო მატჩს "ვითა" 27 მარტს, თბილისში, ბელორუსულ "ცმოკი-მინსკთან" ჩაატარებს.

ვითიბი ლიგა
20 მარტი, რიგა
ვეფ რიგა-ვითა 99:59
22:10, 17:11, 24:23, 36:15
ვეფ რიგა: მეიერისი
(12ქ), მაილსი (10ქ), კრუზი (12ქ, 7პ), შტრელნიეკსი (2ქ), გეკსი, ჰარელსონი (4ქ), რუბიო, ბოსტიკი (17ქ), ბერზინსი (19ქ), მეიერსი (6ქ), იაკოვიჩსი (12ქ), ვილდე (5ქ).
ვითა: ბეჟარანო (10ქ), მაისურაძე, ჩლაიძე (1ქ), რევაზაშვილი, ჯონსი (21ქ, 4პ), სტარატელევი (15ქ), გიორგაძე (2ქ), ანიკიენკო (7ქ, 9მ), წივწივაძე (3ქ, 3პ).
მსაჯები: ა. მახლინი (რუსეთი), ვ. პედიევი (უკრაინა), ა. ჩუდინი (რუსეთი).
მკითხველის კომენტარები / 5 /
მსაჯების ბრალი იქნებოდა
მურთაზი
19:28 21-03-2016
0
ეს ლიგა ევროპის ლიგის გარდა სიძლიერით ყველა ტურნირს ჯობია ევროპაში, მაგრამ მთავარი ისაა რომ საქართველოს არანაირი პლიუსი ამ ტურნირიდან. ათასი ნაყარ-ნუყარი კალათბურთელი ვინ საიდან ჩამოყავთ მართლა გაუგებარია და რა მიზანს ემსახურება საერთოდ ამ კლუბის საქართველოს სახელით გამოსვლა. ფინანსები თუ გადასაყრელი აქვთ მეპატრონეებს ეს მათი პრობლემაა და იფრინონ ასე უაზროდ იქით აქეთ.
........
16:17 21-03-2016
0

სიახლეები პოპულარული