თბილისის "ვითა" რიგაში 40-ქულიანი სხვაობით დამარცხდა

AutoSharing Option
თბილისის საკალათბურთო კლუბმა "ვითამ" ვითიბი ლიგაში მორიგი შეხვედრა სტუმრად ლატვიაში, ამ ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონ "ვეფ რიგასთან" ჩაატარა და 40-ქულიანი სხვაობით, 59:99 დამარცხდა.

თბილისელებმა პირველივე მეოთხედი 12-ქულიანი სხვაობით დათმეს, შემდეგ კი რიგის გუნდი მხოლოდ სხვაობას ზრდიდა.

ეს "ვითას" 26-ე მატჩი იყო ვითიბი ლიგის მიმდინარე რეგულარულ სეზონში. სამწუხაროდ, თბილისურ კლუბს მოგება არ აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილს იკავებს.

მომდევნო მატჩს "ვითა" 27 მარტს, თბილისში, ბელორუსულ "ცმოკი-მინსკთან" ჩაატარებს.

ვითიბი ლიგა
20 მარტი, რიგა
ვეფ რიგა-ვითა 99:59
22:10, 17:11, 24:23, 36:15
ვეფ რიგა: მეიერისი
(12ქ), მაილსი (10ქ), კრუზი (12ქ, 7პ), შტრელნიეკსი (2ქ), გეკსი, ჰარელსონი (4ქ), რუბიო, ბოსტიკი (17ქ), ბერზინსი (19ქ), მეიერსი (6ქ), იაკოვიჩსი (12ქ), ვილდე (5ქ).
ვითა: ბეჟარანო (10ქ), მაისურაძე, ჩლაიძე (1ქ), რევაზაშვილი, ჯონსი (21ქ, 4პ), სტარატელევი (15ქ), გიორგაძე (2ქ), ანიკიენკო (7ქ, 9მ), წივწივაძე (3ქ, 3პ).
მსაჯები: ა. მახლინი (რუსეთი), ვ. პედიევი (უკრაინა), ა. ჩუდინი (რუსეთი).
მკითხველის კომენტარები / 5 /
მსაჯების ბრალი იქნებოდა
მურთაზი
19:28 21-03-2016
0
იქნებ სპორტის სხვა სახეობაში მოგესინჯათ ძალები?
ფერნანდო
14:30 21-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული