11:18 28-03-2016
ვითა-მინსკი 81:80 - წივწივაძემ "ვითას" ისტორიული გამარჯვება მოუტანა [VIDEO]
AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას აქვს ნათქვამი - მოგება განსაკუთრებით მაშინაა გემრიელი, როცა დრამატულ ბრძოლაშია მოპოვებულიო.
სწორედ ასეთი იყო გუშინდელი დაპირისპირება. საფინალო სირენამდე წუთ-ნახევრით ადრე ბელორუსები 6 ქულის სხვაობით იგებდნენ (80:74) და თავი ქუდში ეგონათ. მას მერე კი გულშემატკივრებით შეგულიანებულმა ქართველებმა ქულა არ ჩააგდებინეს.
ჯერ ბეჟარანომ გამოიყენა ორქულიანი, შემდეგ წივწივაძემ ბევრი იტრიალა მეტოქის საჯარიმოში და სტუმრებს თავგზა ისე აუბნია, რომ პერიმეტრზე უყურადღებოდ დარჩათ ბეჟარანო. მანაც წივწივაძის პასით სამქულიანი ჩააგდო და საფინალო სირენამდე 26 წამით ადრე ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.
საპასუხო შეტევისას ქართველები სწრაფად დაჯარიმდნენ, ულიანკომ კი ორივე საჯარიმო ტყორცნა ააცილა და ბურთი წივწივაძეს ჩაუვარდა, რომელიც მშვიდად გადავიდა მეტოქის ნახევარზე, თუმცა ბურთთან განშორება არ იჩქარა. წამიერად მის წინ დერეფანი გაიხსნა, რითაც ბექამ მშვენივრად ისარგებლა და ფარქვეშიდან იოლი ორქულიანი ჩააგდო - 81:80. ეს უკვე გამარჯვება იყო.
ვითიბი ლიგის მიმოხილვაში ცალკე ქვეთავია, რომელიც მატჩის გმირს ეძღვნება. აი, მისი თარგმანიც:
"მართალია, ირაკლი ჩლაიძე და დანიელ ბეჟარანო ქებას არანაკლებად იმსახურებენ, მაგრამ ბექა წივწივაძის ბოლო ტყორცნა ქართველთათვის ისტორიული აღმოჩნდა. "ვითას" უკანახაზელს თამაში კარგად მიჰყავდა და სტატისტიკაც შთამბეჭდავი ჰქონდა: 14 ქულა, 5 მოხსნა, 6 პასი."
მორიგ მატჩს "ვითა" ჩეხეთში, "ნიმბურკთან" 5 აპრილს გამართავს.
ვითიბი ლიგა. რეგულარული ჩემპიონატი
27 მარტი, თბილისი
ვითა-მინსკი 81:80
16:19, 23:18, 19:25, 23:18
ვითა: ბეჟანარო (21ქ, 6მ), მაისურაძე, ჩაიძე (15ქ), რევაზაშვილი (8ქ), ჯონსი (15ქ, 6მ, 4პ, 3ჩ), სტარატელევი, ანიკიენკო (8ქ, 9მ, 2დ), წივწივაძე (14ქ, 5მ, 6პ).
მინსკი: ჰილარდი (19ქ, 15მ, 5პ), გრეი (15ქ, 8პ), მარაში (15ქ, 10მ), ულიანკო (12ქ, 4პ), მირკოვიჩი (2ქ), ლაშკევიჩი (5ქ), ბელიანკუ, შტუცი (8ქ, 5მ), ლიუტიჩი (2ქ), კუდრიავცევი (2ქ).
მსაჯები: ს. ზასჩუკი (უკრაინა), ა. ჩუდინი (რუსეთი), ი. დემენკოვი (რუსეთი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ისტორიული გამარჯვება კი არა ისტორიული სირცხვილია საერთოთ ვითა!!!!!
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული