ამერიკის ნაკრებში 27 კალათბურთელი უნდა გაისინჯოს

AutoSharing Option
ამერიკის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა იმ 27 ახალგაზრდა კალათბურთელის სია გამოაქვეყნა, რომლებმაც 22-25 ივლისს, ლას ვეგასში მინი საწვრთნელ შეკრებაში უნდა მიიღონ მონაწილეობა. ამ შეკრების შედეგად აირჩევენ რამდენიმე კალათბურთელს ძირითად შემადგენლობისთვის.

საწვრთნელი შეკრების მონაწილეები: რაიან ანდერსონი ("ნიუ ორლეანი"), ჰარისონ ბარნსი ("გოლდენ სტეიტი"), ბრედლი ბილი ("ვაშინგტონი"), დემარკუს კაზინსი ("საკრამენტო"), დემარ დეროზანი ("ტორონტო"), ანდრე დრამონდი ("დეტროიტი"), კენეტ ფარიდი ("დენვერი"), დერიკ ფეივორსი ("იუტა"), პოლ ჯორჯი ("ინდიანა"), ტაჯ გიბსონი ("ჩიკაგო"), გორდონ ჰეივორდი ("იუტა"), დრიუ ჰოლიდეი ("ფილადელფია"), დეანდრე ჯორდანი ("კლიპერსი"), ტაი ლოუსონი ("დენვერი"), კავაი ლეონარდი ("სან ანტონიო"),
გრეგ მონრო
("დეტროიტი"), ჩენდლერ პარსონსი ("ჰიუსტონი"), ლარი სანდერსი ("მილუოკი"), კლეი ტომპსონი ("გოლდენ სტეიტი"), კემბა უოკერი ("შარლოტი"), ჯონ უოლი ("ვაშინგტონი"), კაირი ირვინგი ("კლივლენდი"), ენტონი დევისი ("ნიუ ორლეანი"), მაიკლ კონლი ("მემფისი"), მეტიუ ლილარდი ("პორტლენდი"), დიონ უეიტერსი ("კლივლენდი"), აილერ ზელერი ("კლივლენდი").

რივერსი "ბოსტონს" ტოვებს?
როგორც ESPN-ის ვებგვერდი წერს, "ბოსტონის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ცხრაწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, დოკ რივერსი მზად არის ძალები სხვა გუნდში მოსინჯოს.

"დოკს უყვარს მწვრთნელად მუშაობა, მოსწონს "ბოსტონი", მაგრამ ის გრძნობს, რომ ცვლილებების დრო მოვიდა", - ამბობს "სელტიქსთან" დაახლოებული წყარო.

რივერსს მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს "სელტიქსთან", რომელიც კიდევ სამი წელია ძალაში და ამ დროის განმავლობაში, სპეციალისტმა 21 მილიონი დოლარი უნდა გამოიმუშავოს.

ბოლო ინფორაციით, დოკი "ლოს ანჯელეს კლიპერსში" მუშაობით არის დააინტერესებული.

ლუისი ახალ კლუბს მოძებნის
"მაიამი ჰიტის" ფორვარდი რაშარდ ლუისი ამ ზაფხულს არ აპირებს თავის კონტრაქტში არსებული პუნქტის გამოყენებას და თავისუფალი აგენტების ბაზარზე გასვლას გეგმავს.

"არ ვაპირებ კონტრაქტის ავტომატურად გაგრძელებას და ახალ ხელშეკრულებაზე ვიზრუნებ", - ამბობს ვეტერანი კალათბურთელი.

მომავალ სეზონში, ლუისმა 1.4 მილიონი დოლარი უნდა გამოიმუშავოს.

ბრიტანეთს ამერიკელი დაუნიშნეს
წლევანდელ ევრობასკეტზე ბრიტანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება - კონტინენტის პირველობაზე გუნდს უხელმძღვანელებს ჯო პრანტი.

ეს არის ამერიკელი სპეციალისტი, რომელსაც თავისი კარიერის დიდი ნაწილი NBA-ის კლუბებში აქვს გატარებული - ძირითადად, მთავარი მწვრთნელის ასისტენტად. 2010 წლიდან დღემდე, პრანტი "კლივლენდში" ბაირონ სკოტის სამწვრთნელო შტაბში შედიოდა.

"ჩემთვის დიდი პატივია ბრიტანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობა", - ასეთი კომენტარი გაუკეთა თავის დანიშვნას ამერიკელმა.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური თამაშის შემდეგ, ბრიტანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა კრისტოფერ ფინჩმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული