ევროლიგა 2016 წლიდან მომგებიანი ტურნირი იქნება

AutoSharing Option
ევროლიგის გათამაშება ახალი ფორმატით 2016 წელს აიღებს სტარტს. გუშინ, ტურნირის ხელმძღვანელობამ და სპორტული მარკეტინგის სფეროში მსოფლიო ლიდერმა IMG-მ წარმოადგინეს პროექტი, რომელიც 2016-17 წლების სეზონიდან შევა ძალაში.

მთავარი სიახლე ის არის, რომ ტურნირის მონაწილეებს შორის, სეზონში 36-დან 49 მილიონ ევრო გადანაწილებდა.

ამერიკელი კომპანია მზად არის გახდეს ახალი ტურნირის აქციონერი. ამისთვის მან შეიმუშავა 10-წლიანი თანამშრომლობის ბიზნეს-გეგმა. ეს კი ნიშნავს 10 წელი გარანტირებულ ინვესტიციას.

ლაპარაკია მინიმუმ 630 მილიონ ევროზე, ხოლო წარმატებული პარტნიორობის შემთხვევაში, თანხამ, შესაძლოა, 759 მილიონი შეადგინოს.

ამ თანხის 60 პროცენტი კლუბებს
შორის განაწილდება, დანარჩენი ტურნირის ორგანიზებასა და ჩატარებას მოხმარდება.

გარდაქმნის შედეგი უნდა გახდეს ფინანსური მოგება, რომელსაც კლუბები ტურნირში მონაწილეობისთვის მიიღებენ. ეს კი მნიშვნელოვანია, რადგან ძირითადად, ევროპაში კალათბურთი წამგებიანი ბიზნესია. მაგალითად, ევროლიგის შარშანდელმა გამარჯვებულმა მადრიდის "რეალმა" ჯამში მხოლოდ 700 ათასი ევრო გამოიმუშავა.

ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებაა ის, რომ ახალ ტურნირში 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის, 11 იქნება A ლიცენზიის მფლობელი, ევროთასის ჩემპიონი, სამი ევროპული ქვეყნის ჩემპიონი, აგრეთვე საკვალიფიკაცია ტურნირის გამარჯვებული. შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი ფორმატით, ევროლიგაზე 24 გუნდი გამოდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული