ევროლიგის სეზონი გაუქმებულად გამოცხადდა

AutoSharing Option
ევროლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2019/20 წლების სეზონი ოფიციალურად გამოცხადდა დასრულებულად.

გამოქვეყნებული ტექსტის მიხედვით, აღნიშნულ სეზონში ჩემპიონი არ გამოცხადდება. განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარე სეზონში მოთამაშე კლუბები ევროლიგაში ადგილს მომავალ სეზონშიც შეინარჩუნებენ.

ახალი გათამაშება 2020 წლის 1-ელ ოქტომბერს დაიწყება, ევროთასისა კი - 30 სექტემბერს.

ლიგის ხელმძღვანელობას შეჯიბრების განახლება სურდა და რამდენიმე ვარიანტს განიხილავდა, თუმცა კლუბების წარმომადგენლებთან ვიდეოკონფერენციის ჩატარების შემდეგ სეზონის დასრულებულად გამოაცხადა. სხვადასხვა მედიაში დაწერილი ცნობების მიხედვით, სეზონის განახლებას კალათბურთელები ეწინააღმდეგებოდნენ.

ევროლიგის სეზონი გაუქმებულად გამოცხადდა" style="height: 50px; width: 50px;" />ევროლიგის პირადსარეკორდო 25 ქულამ შენგელიას ტურის MVP-ის ტიტული მოუტანა [VIDEO]
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული