[მიმოხილვა] "ევროლიგა" - 30 ოქტომბერი [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ, 30 ოქტომბერს, ევროლიგის მე-6 ტური დასრულდა. 

გაიმართა 4 მატჩი, რაც შეეხება "მილანი" "ალბა ბერლინის" თამაშს, ის გადაიდო. 


"რეალი" - "ბაიერნი"

ესპანელებმა მიმდინარე გათამაშებაში მე-2 შეხვედრა მოიგეს. 

მატჩი 100:82 დასრულდა. "რეალის" მხრიდან საუკეთესო ჯეისი ქეროლი გახლდათ 19 ქულით, ხოლო ბაიერნის მხრიდან - ბალდვინი 18 ქულით.

მომდევნო მატჩში "რეალი" "კაუნასის ჟალგირისს" უმასპინძლებს, ხოლო "ბაიერნი" "ცვერნა ზვეზდას". თამაშები 6 ნოემბერს გაიმართება. 


"ხიმკი" - "ცვერნა ზვეზდა"

რუსულმა კლუბმა დაძაბულ ბრძოლაში 83:77 იმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე "ხიმკის" ლეგიონერი, მაკალუმი გახლდათ. მან გუნდს 23 ქულა
შესძინა. "ცვერნა ზვეზდას" მხრიდან კი - ლოიდი 16 ქულით.

მომდევნო მატჩს "ხიმკი" "ფენერბახჩესთან" ჩაატარებს, ხოლო "ცვერნა ზვეზდა" "ბაიერნთან". ორივე მატჩი 6 ნოემბერს გაიმართება.


"ოლიმპიაკოსი" - "ანადოლუ ეფესი"

მატჩი 79:84 დასრულდა. 

ყველაზე მეტად თავი მიჩიჩმა გამოიჩინა, რომელმაც "ეფესს" 20 ქულა შესძინა, რაც შეეხება "ოლიმპიაკოსს", ბერძნების მხრიდან მარტინი გახლდათ ყველაზე შედეგიანი 11 ქულით. 

მომდევნო მატჩს "ოლიმპიაკოსი" სტუმრად "ზენიტთან" გამართავს, ხოლო "ეფესი" "მაკაბის" უმასპინძლებს. 

ორივე მატჩი 6 ნოემბერს გაიმართება.



"ბასკონია" - "ბარსელონა"

ორი ესპანური გრანდის დაპირისპირება "ბარსელონას" გამარჯვებით 72:71 დასრულდა. 

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ნიკოლა მიროტიჩი გახლდათ, რომელმაც კატალონიელებს 18 ქულა შესძინა, რაც შეეხება "ბასკონიას", მათი მხრიდან ზორან დრაგიჩმა მოახერხა 15 ქულის ჩაგდება.

მომდევნო მატჩს "ბარსელონა" "ალბა ბერლინთან" გამართავს, ხოლო "ბასკონია" "ლიონთან". ორივე მატჩი 6 ნოემბერს გაიმართება. 


altევროლიგის საუკეთესო მექულე: შენგელია ბოლო წლებში წარმოუდგენლად ძლიერი გახდა

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული